იტვირთება...

ანტისაბჭოური სიტყვიერება

უავტორო *

2012 წელი | ნეკერი
23,143 ნახვა
4.55
(0 რეცენზია /54 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
საბას ნომინანტი
ანოტაცია
ჩვენი მიზანი არ არის ფაქტების შეჯერება, მომხდარის მიზეზების გარკვევა, ჭეშმარიტების დადგენა; ვინმეს დადანაშაულება ან, მით უმეტეს, გამართლება. ჩვენ ყოველივე ამას თავი მოვუყარეთ, რათა შეძლებისდაგვარად სრულად წარმოგვედგინა 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბატონობა საქართველოში; რათა წარმოგვეჩინა, რამ დატოვა წარუშლელი კვალი ხალხის მახსოვრობაზე; თავსგადამხდარმა სისასტიკემ როგორ იმოქმედა ადამიანების სულიერ სამყაროზე. რასაკვირველია, დღეს უკვე შეუძლებელია სრულად აღდგენა იმისა, რაც მოხდა, მაგრამ მოძიებული ზეპირი ისტორიებისა და მოგონებების საფუძველზე ერთი დასკვნა მაინც გაკეთდება ვერანაირი „დიადი მიზანი“ ვერ გაამართლებს ადამიანზე ძალადობას, მისი სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფას. 
 ეს წიგნი გამიზნულია მომავალი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცოდეს რა იყო და რა აღარ უნდა განმეორდეს. 
 ჩვენ მასალა ქრონოლოგიურად შევიტანეთ წიგნში: დავიწყეთ 20-იანი წლებით: სოჭიდან ქართველების გამოძევებით; წითელი არმიის შემოსვლით, ქართველი ხალხის მასთან დაპირისპირებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსვლებით, ეკლესიების დარბევითა და ა. შ. ბევრი მთქმელი და მოგონებათა ავტორი სხვადასხვა საკითხს ეხება, მაგრამ მათი მონათხრობი ჩვენ არ დაგვინაწილებია და არ გაგვიფანტავს. ამგვარ მოგონებებს ადგილი მივუჩინეთ ყველაზე ადრეული პერიოდის ამსახველი ამბის მიხედვით. ე. ი. ყოველი მოსაუბრე მთლიანობაში წარმოვაჩინეთ, რათა არ დაკარგულიყო ერთი ადამიანის თავს გადამხდარი თუ მის მიერ აღქმული საბჭოური სინამდვილის მთლიანობა. ჩაწერილი მასალის გამოქვეყნებისას ძირითადად დაცულია რესპონდენტთა ენა. 
 ჩვენ მიერ 2008, 2009, 2010 წწ. გაკეთებული ჩანაწერები დაფიქსირებულია ვიდეოფირზე და ინახება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში. რასაკვირველია, სრულად მისი გამოქვეყნება შეუძლებელია, მით უმეტეს, წარმოუდგენელია აქ ამ საკითხებზე გამოქვეყნებული მოგონებებისა და შრომების ერთად თავმოყრა. წინამდებარე წიგნში შევიტანეთ შედარებით სრული ტექსტები, რომლებიც უკეთ გვისურათებს გარდასულ ამბებს; გამოქვეყნებული ამბებიდან კი მხოლოდ ისინი, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა იმ პერიოდთან დაკავშირებულ საკითხთა წრე ყოვლის თუ არა, ბევრისმომცველი მაინც ყოფილიყო. 
 მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც დაუზარელად გვიამბო თავისი თვალით ნანახი თუ გაგონილი, ვისი მოგონებებითაც ვისარგებლეთ, ვისი შრომებიც გამოვიყენეთ და ვინც ხელი შეგვიწყო მუშაობაში განსაკუთრებით კი რუსთაველის ფონდსა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. ასევე მადლიერების გრძნობით მივიღებთ ყველა რჩევასა და შენიშვნას; ამასთანავე ვისურვებდით, ეს წიგნი სტიმული ყოფილიყოს მათთვის, ვინც სინანულით აღმოაჩენს, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი თემა აქ ვერ მოხვდა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-416-81-1
სათაური:
ანტისაბჭოური სიტყვიერება
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
საბას პრემია:
ნომინანტი
გვერდები:
470
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
23143
რეიტინგი:
4,55
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(54) რეცენზია
4.55
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [44]
  • 4
    [3]
  • 3
    [4]
  • 2
    [1]
  • 1
    [2]