კაკუნი კარზე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
521
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სოფიო ანთაძე
გამომცემლობა
სოფიო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა " მაჟორი ", რომელიც ჯერ მხოლოდ ცხოვრების დასაწყისში დგას, ადამის მოდგმის ბრძოლას გადის.. მისი სახელი და გვარია ამადანის ზაგიდი (ადამიანის გზა). ამადანისი თითქოს ქვეცნობიერად ხვდება, რომ მისი არსებობა რეალურისა და ფანტასტიურის ზღვარზე მიმდინარეობს. ის მისტიური გარემოცვა კი, რომელიც გარს ახვევია, სწორედ კაცობრიობის იმ მარადიული ომის მთავარი გმირები არიან - კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი. ვაჟი ხედავს, რომ თავის " ჩვეულებრივით " შემოსილ რეალობაში გამუდმებით გვერდით ჰყავს მისი " მეგობრები ": ცოდვა, ცდუნება, სისუსტე (სიხარბე, მანკიერება, ამპარტავნება, ამაოება, არაფერი).. თუმცა თუ გადარჩენას გულით მოინდომებს, მის ცხოვრებაში ისინიც არიან : იმედი, შუქი და მისი მაცოცხლებელი სხივი, შენდობა და გონიერება, ნათელი სული და სხვანი. რაც მთავარია არსებობს ის, აისი.. მკითხველი თავად ამოიცნობს მათ , ამის გასაღები კი თითოეულის ქმედებებსა და სახელებში დევს.. ნეტავ საით გადაიხრება " ადამის მოდგმის სასწორი " და საით აღმოჩნდება საბოლოოდ ის, ადამიანი(ამადანისი)...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები