უაინსბურგი, ოჰაიო

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

532

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

შერვუდ ანდერსონი (1876-1941) ისეთივე პატარა, პროვინციულ ქალაქში დაიბადა, როგორიც უაინსბურგია, ადგილი სადაც მწერლის საეტაპო ნაწარმოების, „უაინსბურგი, ოჰაიო“ (1919), მოქმედება ვითარდება. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა აღიარება ავტორს და იგი ამერიკულილიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცია. მოთხრობათა ციკლი XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული პროვინციის ცხოვრებას აღწერს. პერსონაჟთა ხასიათის უჩვეულო შტრიხები და თავგადასავლები ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილების გამოძახილია და ადამიანის ბუნების ანდერსონისეულ ხედვას გადმოგვცემს. შერვუდ ანდერსონის სამწერლო სტილმა უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკული ლიტერატურის განვითარებასა და ისეთ ოსტატთა შემოქმედებაზე, როგორიცაა ჰემინგუეი, ფოლკნერი, სტაინბეკი. ყოველდღიური ცხოვრების ტრაგიკომიკური ეპოპეაა, სადაც ყოფიერების პროზაული თუ ამაღლებული მხარე, შეფარული სილამაზე თუ სიმახინჯე, სიცილი თუ ცრემლი განუყოფელია, პატარა ქალაქის უმნიშვნელო წვრილმანებით დატვირთული ცხოვრება კი სიმბოლოებით, ღრმა ქვეტექსტითა და ეპიფანიური აღმოჩენებითაა სავსე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941472541
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები228
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიელისო ფანცხავა
გამოცემის წელი2023