ბონდრე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
283
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანდრე ა. მიშო
გამომცემლობა
აგორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ანდრე ა. მიშო თანამედროვე კვებეკელი ფრანგულენოვანი მწერალია, დეტექტივების, ფსიქოლოგიური რომანებისა და პიესების ავტორი. ლავალის უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს ფილოსოფიის, კინოს და ლინგვისტიკის ფაკულტეტები და იქვე მუშაობდა წლების განმავლობაში. შემდეგ დაამთავრა მონრეალის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ლიტერატურის დარგში. ანდრე ა. მიშოს ორჯერ აქვს მიღებული კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია, მათ შორის ერთხელ რომანისთვის `ბონდრე~. მიღებული აქვს ასევე რენგეს, სენ-პაკომის, არტურ-ელისის, კოლეჯის მოსწავლეთა (ორჯერ), მატილდ-მასეს ბიბლიოთეკის (ორჯერ), წიგნის მაღაზიათა რივაჟის, მუსა კონატეს ლიტერატურული პრემიები, საფრანგეთის რკინიგზელთა მიერ გაცემული დეტექტივის პრემია (SNCF Polar), ლიონის დეტექტივების ფესტივალის მკითხველთა პრემია (Quai du Polar). რომანში "ბონდრე" მოთხრობილი ამბები 1967 წლის ზაფხულში ვითარდება, ტბის პირას, სადაც ზაფხულობით დამსვენებლები ჩადიან. ეს პატარა საზაფხულო საზოგადოება ორენოვანია, კვებეკიდან ჩამოსულები ფრანგულად მეტყველებენ, ამერიკიდან ჩამოსულები - ინგლისურად. ენის ბარიერის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან საერთო უბედურების გამო, რომელიც თავს დაატყდება მოზარდების სიცოცხლით, სილამაზით, უზრუნველობით, სითამამით, თავხედობით, და მაინც ჯერ კიდევ ბავშვური ფიქრებით აღსავსე ცხოვრებას. ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ანდრე ა. მიშოს "დეტექტივების პრუსტი" შეარქვეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები