ტანჟერული სიზმარი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

173

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

მონიშნე სასურველი ანოტაცია: მაროკოში, ქალაქ ტანჟერის ლეგენდარულ „კაფე ბაბაში“ ერთმანეთს ორი გადამდგარი მუსიკოსი შეხვდება. ერთი ქართველი ტურისტია, მეორე — ამერიკელი ემიგრანტი. მათ შორის გაჩენილი ქიმია შეუმჩნეველი არ რჩება იქვე ჩამომჯდარ უსიყვარულობით გატანჯულ მწერალს, რომელიც თავის სადებიუტო რომანზე მუშაობს. მწერალი გადაწყვეტს მის თვალწინ გაჩენილი პერსონაჟები თავისი რომანის მთავარ გმირებად გადააქციოს. სხვათა ცხოვრების მოხელთების და საკუთარ ამბავში გაცოცხლების პარალელურად ის ნაცნობ გამომცემელთან ცდილობს საქმიან დიალოგს.შეძლებს მწერალი ჩაფიქრებული სასიყვარულო ისტორიის დასრულებას? „ტანჟერული სიზმარი“ საკუთარი ადგილისა და საზრისის მაძიებელ ორ ახალგაზრდაზეა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფრიკის ჩრდილოეთს მიაშურებენ და ბედის, შემთხვევითობისა თუ შემოქმედის ნებით, მათი გზები გადაიკვეთება. მათ შორის გაჩენილი გრძნობა აგვისტოს ცხელ დღეებში გადაითარგმნება დაუღალავ სექსში, მუსიკის უწყვეტ მოსმენასა და ერთმანეთთან გულწრფელ და ზოგჯერ სულელურ დიალოგებშიც.მათ ადევნებული მწერალი ცდილობს ამბავი სასიყვარულო ისტორიად აქციოს. თუმცა შეიძლება კი დაერქვას ამ ამბავს სასიყვარულო? ეს თავად მკითხველზეა დამოკიდებული. უთვალავი ჭიანჭველის საბუდარ ქალაქ ტანჟერს მორიგი მწველი ზაფხული აქვს გადასატანი. უშუქნიშნო ქუჩებში ახმიანებული მანქანების, ტურისტების ფოტოაპარატების, ქუჩის ვენდორების, ფეხბურთელი ბავშვების, მლოცველ მუეძინთა თუ სხვა, მზით გათანგული სხეულების ხმებით ამღვრეული ქალაქი გადასარჩენად იბრძვის. ამ დისონანსში მან სახე არ უნდა დაკარგოს, სწორედ ამიტომაა, რომ ტანჟერი მზის ყოველ სხივს იმ ძალისხმევას ახარჯავს, რომლითაც ხმათა ამ მოზაიკას ერთ, მარადიული ახალგაზრდობის სადიდებელ მელოდიად გარდაქმნის. რამდენი ჭიანჭველა შეძლებს მოისმინოს ეს მელოდია?

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941375071
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები402
გამოცემის წელი2024