ბაღდადელი ქურდები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
304
ყველა პაკეტი
ანოტაცია
წიგნი გამოიცა 2003-2004 წლებში, როცა ქართულიო სამშვიდობო მისია აქტიურად საქმიანობდა და დიდ წარმატებებსაც აღწევდა ერაყის ტერიტორტიაზე, მის ყველაზე რთულ უბანში. რომანი ეძღვნება რომანტიზმით, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინით გამსჭვალულ ახალგაზრდობას. აქ მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან ისტორიას, რომელიც თავს გადახდა რამოდენიმე ქართველ ახალგაზრდას ერაყში ყოფნის დროს. ისინი რომანტიულ - ავანტურისტული იდეებითა და მიზნებით შეპყრობილნი მოგზაურობენ ამ უძველეს ქვეყანაში და ეძებენ „სადამ ჰუსეინის გადამალულ განძს“. ამის გამო ხშირად ხვდებიან უამრავ სახიფათო ვითარებაში, თან ეცნობიან ერაყის და იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურას და ადათ - წესებს, ხვდებიან ამერიკული და რუსული სპეც-სამსახურების ინტერესების არეალში, ლამის სიკვდილსაც ჩახედავენ თვალებში, საბოლოოდ კი... როგორ მთავრდება რომანი? უმჯობესია თავად წაიკითხოთ, გაერთოთ და საინტერესო დასასრულთან ერთად უამრავ შემეცნებით და წარმტაც ისტორიას ეზიაროთ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები