იტვირთება...

დეიზი მილერი და სხვა

ჰენრი ჯეიმზი

2023 წელი | ინტელექტი
338 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
14.3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამერიკელი მწერალი ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტია. მის კალამს ეკუთვნის 20 რომანი, 100-ზე მეტი მოთხრობა და მრავალი კრიტიკული წერილი. რომანებს შორის განსაკუთრებით ცნობილია – „ელჩები“, „ევროპელები“, „ლედის პორტრეტი“, „ვაშინგტონის მოედანი“. თავის ნაწარმოებებში ის დიდი ოსტატობით აღწერს ურთიერთობებს სქესთა შორის და მორალურ კონფლიქტებსა და სისასტიკეს ამერიკის, ინგლისისა და, საერთოდ, ევროპის საშუალო და მაღალ ფენებში. წიგნში შესულია ავტორის „მცირე პროზის’’ სამი შედევრი: „მხეცი ჯუნგლებში“, „დეიზი მილერი“ და „წერილების დასტა“. მოთხრობაში „მხეცი ჯუნგლებში“ ტრადიციული მოჩვენების თუ ეგზოტიკური მხეცის ადგილზე აღმოჩნდება ჯონ მარჩერის ცნობიერების ფანტომი. ჯონ მარჩერს ეჩვენება, რომ ელოდება მხეცი, სიმბოლური ურჩხული, რომელიც ჯუნგლებიდან გამანადგურებელი ნახტომისთვის ემზადება... „დეიზი მილერის“ სიუჟეტი ეფუძნება ევროპული და ამერიკული ცნობიერების შეჯახებას. ეს არის კონფლიქტი ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ მეტისმეტად თავდაჭერილ ქცევებსა და უმანკო ახალგაზრდა თავქარიან გოგონას შორის. მოთხრობაში „წერილების დასტა“ პარიზის პანსიონის რამდენიმე მცხოვრები წერილებს სწერს თავის მეგობრებსა და ოჯახს. წერილების მთავარი თემა მათი დამოკიდებულება და რეაქციებია ერთმანეთის ხასიათის მიმართ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-504-94-5
სათაური:
დეიზი მილერი და სხვა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
გია ბერაძე
გვერდები:
284
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
338
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]