დროის ენერგია VIII

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

103

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ვაჟა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დროის ენერგიის წიგნთა კრებულის VIII შემონაქმედი, რომანით დაუჯერებელი იდუმალების შესაძლო სინამდვილე, კვლავ გრძელდება. ჩვენი ნორჩი გმირი (გროსი) უკვე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ის პირველ კურსიდანვე მოთავეობს, ამა თუ იმ საჭირბოროტო, სასიცოცხლოდ მწვავე საკითხთა გადაწყვეტას. პირველ ნაწილში ინტერესით გაეცნობით მის უნარიან თაოსნობას, თუ რაგვარად ახერხებს მთელი ქვეყნით მოცულ გაფიცულთა, ქვეშეთისა და ზედეთის სრულიად საზოგადოებრივი, მგზავრთა გადაყვანის საშუალებებთან მოსაქმე-მესაჭეებისა და მუშა-მოსამსახურეთა სადარდებელი საკითხების მოგვარებას. ამავე ნაწილში ასახულია თანაკურსელებთან ერთად „პიკნიკზე“ ყოფნის დროს თვალმოკრული მატყიერის ქვაბურის დათვალიერება და იქ აღმოჩენილი საიდუმლოებების გაცნობა. ...თურმე მატყიერი პირველყოფილი თემური წყობილების, მისანთა წარმომავლობის აღმოჩნდება. პირობით ნიშანთა თანმიმდევრობითი მოქმედებების წყალობით იხერხებს გადმოსვლას მომავალში საკუთარ სახლობასთან ერთად. მისი მიზანია აქ ჩაუსახოს მეუღლეს ნაყოფი და ასევე აქ ქვაბურში ამშობიაროს, ხოლო ახალშობილი წარსულში გაზარდონ. რა „რიტუალურ“ მოქმედებებს ატარებდნენ და როგორ, დაწვრილებით ნაწარმოებშია აღწერილი. მორიგი თავგადასავლის დროს თანაკურსელ პრინცესას, რომელსაც არ სჯეროდა მისი შემძლეობის ამოგზაურებს ზუსტად იმ ხანაში, როდესაც მისი სასახლის მშენებლობა წამოიწყეს და ანაგეს. მოგვიანებით კი დიალექტიკური მატერიალიზმის მსოფლმხვედელობის თაყვანისმცემელი მეფეც დაძლევს თავის შეხედულებებს და არამატერიალურ სივრცეში თანხმდება მოგზაურობას, (ეფირული სხეულით). მომდევნო გასვლისას იმ პირობით ყაბულდება თუ მე-12 საუკუნეში გაუჩინარებულ საგანძურს მიაკვლევინებდა ჩვენი გმირი. აქ კი კიდევ ერთი თავგადასახადის მომსწრე ვხდებით... რომანის მეორე ნაწილი ფათერაკით იწყება. ტბის სანაპიროსთან მოლხინე თანაკურსელები უეცრად მის სიღრმეში ბინადარ უზარმაზარ ურჩხულის სტომაქში აღმოჩნდებიან. თავგანწირულთა თავდაღწევის ყოველი ხერხის ცდა ამაოდ ჩანდა, საბოლოოდ კვლავ გროსი მოიფიქრებს გამოსავალს მეგობრების გადასარჩენად. ნაწარმოების მიწურულს გაეცნობით, ჩვენი გმირი, უკვე მეხუთე კურსის სტუდენტი რაგვარად ახერხებს ქვეყნებს შორის მრავალწლიანი სადავო როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოგვარებასა და წინააღმდეგობრივობით გამოწვეულ საკითხთა მოწესრიგებას. შემონაქმედი იქმნებოდა წმინდა მიწაზე ვ. პაპიძე

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობავაჟა
გვერდები147
გამოცემის წელი2024