იტვირთება...

მონანიება (კრიმინალის წერილები)

უცნობი

2014 წელი | უცნობი
7,632 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გრძელი გზა უშეცდომოდ ჰქონდეს განვლილი. ვერავინ იტყვის, რომ მას სხვებთან შედარებით ნაკლები შეცდომა დაეშვას. არ არსებობს ცხოვრება შეცდომების გარეშე და მხოლოდ ის განსხვავება არსებობს ადამიანთა შორის, რომ ზოგს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, ზოგსაც კი ძალიან ბევრი. ჩემი მიზანია, ამ წიგნის საშუალებით ბევრს ავუხილო თვალები. მხედველობაში მყავს ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც თავს არაკაცური საქციელით იწონებენ. ცუდს აკეთებენ და კარგი ჰგონიათ. კანონს არღვევენ და თავი ვაჟკაცებად მოაქვთ, ბილწსიტყვაობენ და ამით ამაყობენ კიდეც. კაცობა არ ნიშნავს არც ქურდობას, არც კაცის კვლასა და არც ბილწსიტყვაობას. ნუ ცდილობთ მიბაძოთ არაკაცს, რომელსაც თავი ყველაზე დიდ კაცად მოაქვს. დღეს გამეფებულ ამ არაჯანსაღ გარემოში, სადაც პატიოსნებასა და სულიერ სიწმინდეს ფასი დაკარგვია, ძალზედ ძნელია იყო ადამიანი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ერთ საღამოს, ყველასაგან საიდუმლოდ, ჩვენ სამმა, პაატას გარეშე სამგზავრო გემით დავტოვეთ საქართველო. ეს მოხდა ჩემი საშუალო სკოლის გამოსაშვები ბოლო გამოცდიდან მეხუთე დღეს. სკოლის დამთავრების ატესტატის აღებაც ვერ მოვასწარი. ერთ კვირაში დანიშნული გვქონდა გამოსაშვები საღამო. სახლში დავტოვე წერილი, რომელშიაც დედაჩემს ვწერდი, რომ ყელში მქონდა ამოსული სიღარიბეში ცხოვრება. წასვლით კი წავედით, მაგრამ არ ვიცოდით, სად მივდიოდით და რამდენი ხნით მივდიოდით. გვქონდა ერთი უბრალო გეგმა და ძალზედ მარტივი მარშრუტი. ჩვენი გეგმა იყო ქურდობა, მარშრუტი- საბჭოთა კავშირი. -შეჩერდი, თორემ გესვრი. - მიყვიროდნენ მდევრები და ამის შემდეგ ორჯერ გასროლის ხმაც მომესმა. მაფრთხილებდნენ გავჩერებულიყავი. მდევრებს დიდი მანძილით გავუსწარი. სირბილით დავიღალე და ძალა რომ გამომელია, იქვე ერთი სკვერის ბუჩქებში ჩავიმალე. ნომერ 13 საკანში, სადაც მე მიმიჩინეს ადგილი, ხუთი არასრულწლოვანი და ერთიც, დაახლოებით ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის პატიმარი დამხვდა. იმ დროს ასეთი წესი იყო, რომ არასრულწლოვანთა საკანში ერთი სრულწლოვანი (აღმზრდელი) პატიმარი უნდა ყოფილიყო. - ეგ შენი სიტყვები რომ სხვა ქურდებმა გაიგონონ, კარგი დღე არ დაგადგება. - უფროსო, იცი რას გეტყვი? მე “კაროლი” ვარ. ეს ზონა ჩემია და ვინც არ უნდა იყოს, ერთ ადგილს მომჭამს, მეტს ვერაფერს დამაკლებს. - თქვა გაღიზიანებულმა და ორთავე ხელი შარვლის უბეზე დაიდო. ეს ყველაფერი კარგად ესმოდათ გვერდით ოთახში მყოფ ქურდებს. - გესმით რას ამბობს? ეხლავე უნდა გავუსწორდეთ იმ ნაბოზარს. - ვეღარ მოითმინა “ლიოხამ” და ოთახიდან გავარდა. მას სხვებიც მიჰყვნენ. “კაროლის” ბოლო წინადადების შემდეგ ჩემს სამუშაო ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. არც მე ვიღებდი ხმას და არც ის. ბოლოს “კაროლმა” სიგარეტის ბოლი ღრმად შეისუნთქა და ნამწვი საფერფლეში ჩააკუჭა. რაღაცის თქმა დააპირა და სიტყვა პირზე შეაშრა, როცა კარი გაიღო და “ლიოხა” შემივიდა, რომელსაც “გოშა" და “ჟორა” შემოყვნენ. -რას ბოდავ შე ბოზო. - შესძაძახა “ლიოხამ “და “კაროლთან” მიიჭრა. - შეჩერდით, თუ იცით რას ბედავთ. ვინ მოგცათ აქ შემოსვლის უფლება? - დავუყვირე მათ, მაგრამ ვინ მომისმინა? სამივე ქურდი “კაროლს” ეცნენ და ფეხქვეშ გაიგდეს. ასე გააფუჭეს ერთ დროს ძალზედ გავლენიანი კანონიერი ქურდი - “კაროლი”. უფრო სწორად, ის საკუთარმა ამპარტავნობამ შეიწირა. -როცა შემოვედი, ულვაშას უკნიდან თავში თვითნაკეთი, უზურგო სკამი ჩავარტყი. ის იატაკზე დავარდა.თავიდან სისხლი სდიოდა. თვალები ღია ჰქონდა და ქვემოდან გაოგნებული მომჩერებოდა. მე კი ხელში სკამმომარჯვებული თავზე ვადექი. - არ გაინძრე, თორემ მოგკლავ. - დავძახე ზემოდან. -როცა დავბრუნდი, გავიგე, რომ “პამიდორა”- ს ვიღაც მის ძმაკაცთან ერთად ის ჩვენი საზიარო საქმე წარმატებით შეუსრულებია. ძვირფასეულობასთან ერთად იმ სამალავში დიდძალი თანხაც ყოფილა ჩადებული. იმდენი თანხა წამოიღეს, რომ მაშინ ამ თანხით შესაძლებელი იყო 4-5 ახალი, მსუბუქი ავტომობილის შეძენა. -მარჯვენა ხელი შიგ შევაცურე და ხელში მომყვა დასაკეცი საფულე. ამოვიღე და შეუმჩნევლად დავტოვე იქაურობა. მალე თენგო და ბესოც მომყვნენ. საფულეში აღმოჩნდა ტურისტული პასპორტები, საკრედიტო ბარათები და ფული. ფული დავიტოვეთ, დანარჩენი კი გადავყარეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სხარულისაგან ვფრინავდი. იქვე, საზღვაო ვაგზლის რესტორანში ავღნიშნეთ ეს წარმატება. -კარგად მახსოვს, ერთ დღეს ( მაშინ მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი) ბანქო სკოლაში წავიღე და თანაკლასელ ბიჭებს შევთავაზე თამაში. იმ დღიდან, თითქმის ყველა დღე ვთამაშობდით გაკვეთილებს შორის შესვენებებზე და გაკვეთილების შემდეგ. მოგების მსურველთა რაოდენობაც ყველა დღე იზრდებოდა. ბოლოს ისე გავთამამდით, რომ გაკვეთილების მსვლელობის პერიოდშიც არ ვწყვეტდით ბანქოსა და კამათლის თამაშს. -რამოდენიმე დღის შემდეგ ქურდული ამალით ზურგ გამაგრებული ქალაქში დავბრუნდი. თან მახლდნენ დასავლეთ საქართველოს სამი რაიონის, საკმაოდ ცნობილი ქურდები. ამ სამიდან დღეს ცოცხალი არავინ არის. -ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თითქმის მთელი ღამე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამოსავალი ერთი იყო - ქურდობა და ყაჩაღობა. თუ გაგვიმართლებდა და ვალს გადავიხდიდით, ხომ კარგი. თუ არა და, ჩავარდნის შემთხვევაში “ვირის აბანოში ნარების ხეხვა” გველოდებოდა. -იმანაც დაიწყო სმა. რამოდენიმე ყლუპი გააკეთა და როცა არაყით სავსე ჭიქას ცლიდა, მაშინ მას მთელი სიძლიერით მუშტი პირდაპირ სახეში გავარტყი და არყით სავსე ჭიქა სახეში შევაფშვენი. მართალია, მაშინვე ძირს მოწყვეტით დაეცა, მაგრამ სახეგასისხლიანებული მალევე მოეგო გონს. ხმამაღალი გინებით წამოდგა და სკამს დაავლო ხელი. მე მეორე სკამს ვეცი, მისთვის რომ დამერტყა. ამ დროს გაიღო კარი და მორიგე მილიციელი შემოვარდა. - აბა, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ჩხუბი! - მკაცრი ტონით მოითხოვა მან.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მონანიება (კრიმინალის წერილები)
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
145
კატეგორია:
სათავგადასავლო
ნახვები:
7632
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]