უკანასკნელი ნადიმი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
394
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლევანი ელიავა
გამომცემლობა
Levani
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„თუ ამ ცხოვრებაში ეკლის გვირგვინს არ დაიდგამ, მაშინ მარადიული გვირგვინის დადგმის იმედი ნუ გექნება!“ ამ რომანის მთავარი სათქმელი გახლავთ, რომ ადამიანის ერთადერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ღრმა აზროვნება,რომლის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების ჭეშმარიტი სახე. მოგესალმებით! ეს რომანი გახლავთ ჩემი პირველი წიგნი, რომელიც კარგად ასახავს დღევანდელი ადამიანების გულცივობას და ორპირობას ერთმანეთის მიმართ. შევეცადე, რომ ჩაღრმავებულიყავი და გამერკვია, თუ რა აცივებს თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად. ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი? საკმარისია თუ არა, მხოლოდ სინდისი ან იქნებ მეტია საჭირო? ამ ღრმა ფიქრებში გართულმა გადავწყვიტე წიგნის დაწერა, სადაც იქნებოდა ის პერსონაჟები, რომელიც რეალურად ცხოვრებაში შემხვედრია და მისაუბრია ძალიან საინტერესო თემებზე. საბოლოოდ სუბიექტურად დავასკვენი, რომ სინდისი შეიძლება ადამიანს კარგად უმუშავებდეს, მაგრამ სინდისის მონა იყოს. ჩემი გმირი! კონსტანტინე (შემოკლებით კოსტა) არის პიროვნება, რომელშიც შევქმენი ჭეშმარიტი ადამიანის ხატი და მისი დამოკიდებულება სხვა დანარჩენი პიროვნებების მიმართ. ყოველი ადამიანის ცხოვრება დიალოგისგან შედგება და არა მონოლოგისგან! სადაც ყოველმა უნდა შეძლოს იპოვოს ჭეშმარიტება (ჭეშმარიტება ანუ სიმართლე თუ რისთვის არსებობს) რადგან ცხოვრებაში დრო შეზღუდულია და შეიძლება ნებისმიერ წამს დასრულდეს კაცობრიობა. რაც გიყვარდა, რაზეც ოცნებობდი, რაც გეამაყებოდა ყველაფერი რამდენიმე წამში უსარგებლო და არაფრის მომცემი გახდება, როგორც უდაბნოს ქვიშა, რომელიც ხელში აღებისას, ისე გაგეფანტება, რომ ვერც მიხვდები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწრაფად გააცნობიერო და პიროვნული განვითარებისკენ ისწრაფო ანუ დაიწყო საკუთარი თავის შეცნობა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები