რაღა დროს ტექნოა

რეიტინგი

3.5 / 5

ნახვა

581

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

16 წლის ასანას, შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს „არაგვთან“. გასულ სეზონში ხომ დამარცხდნენ და ამის გამო უფრო მაგრად უნდა მოგება, იქნებ გოლების შეყრაზე მეტადაც. დღეს კი ორშაბათია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ვერც კი ითამაშოს. ყრუ ვერასდროს დაივიწყებს იმ დღეს, როდესაც სტადიონიდან ესროდა თავის ძმას შორისდებულებს. არც პირღია მელას თავი დაავიწყდება, უბრალოდ ვერ შეძლებს თავიდან ამოშლას. მღვდელს შეუძლია რომ ის დღე დაივიწყოს როდესაც ეპისკოპოსმა დაურეკა? არა. ეგ ის შუადღე იქნება როდესაც, ჟენიას ტაძარში არ შეუშვებს და არც ეს ავი ქალი დაივიწყებს ამას, მაგრამ როცა სირცხვილი მღვდელთანაც მივა, ჟენია არაფრით მისცემს თავს უფლებას რომ ბრაზმა აქციოს იმად, ვის ცხედარსაც ახლა ეგ და მაგის გიჟი და ტანსაცმელს აცმევენ. რაღა დროს ამაზე ფიქრია, მაგრამ ანნასთვისაც არ იქნება ის ღამე დასავიწყებელი, როდესაც მაგისი ქმარი სახლიდან გავა, ეს კიდევ მოკუნტული დარჩება საწოლში. იქნებ არც ანნას ქმარი აპირებს იყოს ის, ვინც იყო 37 წლის განმავლობაში?! რომ მოესწრო და კოვზზე საწამლავი მოეყარა? მაგრამ რაღაის ჩამრევ-ამრევია ნინია, აგე, კვდება და ნაწილ-ნაწილობით ამოსდის სული. ტექნო ტუალეტშიც ისმის, მაგრამ შემაწუხებლად ზანზარებენ ლითონის თხელი კედლები… რაღა დროს ესაა, იქნებ შევძლოთ და ასანა მატჩზე მივიყვანოთ.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-701-9
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები96
გამოცემის წელი2023