რასაც ყველა ვერ ხედავს

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

575

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„საღამოობით თუ ცნობისმოყვარეობით აღვსილი რომელიმე ბიჭუნა ჩემი ოთახის კარს არის აკრული, საკეტის ჭუჭრუტანაში იჭყიტება და ხედავს, ვინ მეცხადება სტუმრად ნავახშმევს, თამამად შეუძლია, იფიქროს, რომ მწერლად არის დაბადებული...“ – ზაალ სამადაშვილის ახალი კრებულის ერთი მოთხრობა სწორედ ასე სრულდება და თავადაც ცნობისმოყვარეობას გვიჩენს, ვინ ეცხადება მთხრობელს ისეთი, მისი დანახვა მწერლად დაბადებას რომ ნიშნავს? პასუხისთვის კი მთელ კრებულს შემოგვაკითხებს, რადგან ის იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში გადმოცემული ამბებითა თუ ზღაპრებით ანდა შთაბეჭდილებებით წიგნების, კინოსა თუ ნახატების შესახებ მოულოდნელი, თუმცა კარგად ნაცნობი სტუმრების მთელ გვერდებს გვახვედრებს და მათი ახლიდან გაცნობის „მარადიულ დღესასწაულს“ გვაზიარებს. შეყვარებული ბიჭუნა იქნება ეს, სატრფო წყალდიდობისას ნავით რომ მიაცილა სადარბაზომდე, თუ ანდრეი ტარკოვსკი, რომლის ფილმმაც ორი ქუჩის ბიჭი დააძმობილა – კრებულის ყველა სახე ნამდვილია და იქნებ შეხვედრიხარ კიდეც, მაგრამ წიგნის გვერდებზე ისე ცოცხლდებიან, თითქოს იმთავითვე კარგი ნაამბობის პერსონაჟები ყოფილიყვნენ. და მართალია, კრებულის ყველა წამკითხველი ვერ იფიქრებს, მწერლად დავიბადეო, მაგრამ უთუოდ მიხვდებიან და ცხოვლადაც განიცდიან, რა არის ის, „რასაც ყველა ვერ ხედავს“.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-693-7
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები196
გამოცემის წელი2023