იტვირთება...

ისკარიოტის ეკლები

მაკა ჯოხაძე

2023 წელი | ინტელექტი
394 ნახვა
3.25
(0 რეცენზია /8 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
16.2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ლიტერატურის მცოდნეები მაკა ჯოხაძეს გერტრუდა სტაინს, მარგარეტ იურსენარს, ვირჯინია ვულფსა და ოსკარ უაილდს ადარებენ. თავის დროზე ფრანგებმა მისი რაფინირებული ხელწერა, ფსიქოლოგიური წვდომითა და მეტაფორულობით, ქენძაბურო ოეს შეადარეს. „ისკარიოტის ეკლებიც“ ბავშვობის მეტაფორაა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელ ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს. იუდად იბადება თუ ყალიბდება ადამიანი? თუ ღმერთის არსებობის გწამს, გწამს, რომ იუდად არ იბადებიან. თუ ეშმაკის არსებობისაც გჯერა, იცი, რომ მისი ძალისხმევით ანგელოზიც კი შეიძლება მოღალატედ იქცეს. ეს არის ამ წიგნის ძირითადი კონცეფცია. ჩვენ-ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. იუდა ისკარიოტელსაც თავისი ბავშვობა ჰქონდა, ისევე როგორც იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს. ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?.. ისტორიულ პირებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ისეთი ბუნებრიობით ერწყმიან, ისეთი საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით თანაარსებობენ, რომ მათ სიმართლეში წამითაც არ გეპარება ეჭვი. მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ის გაუნელებელი ინტერესით იკითხება და გაჯერებს, რომ იუდა ისკარიოტელმა ზუსტად ასე იცხოვრა და არა სხვაგვარად. შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის ზეიმით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-724-8
სათაური:
ისკარიოტის ეკლები
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
გვერდები:
360
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
394
რეიტინგი:
3,25
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(8) რეცენზია
3.25
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [1]
  • 2
    [1]
  • 1
    [2]