საშიში ინტერპრეტაციები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

305

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ყველაზე თანმიმდევრულად საბჭოთა ეპოქა მაინც დროს ებრძოდა. ამიტომაც მას ეშინოდა ინტერპრეტაციის, რომელიც საუკუნეთა ჭრილში ტექსტის ცხოვრების დანახვის უნიკალური საშუალებაა. სხვა სიტყვებით, ესაა აზრის მარადიული მოძრაობა კლიშეებისა და სტერეოტიპების დასაძლევად. ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნების ერთგვარი კოდი. მისი მოპოვება კი ისეთ სერიოზულ ცნებებს უკავშირდება, როგორიცაა თვითმოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, გონებრივი სიფხიზლე, ნაცვლად ინერტულობისა და შემგუებლობისა. შეიძლება სამყარო ვერ შეცვალო და ამის პრეტენზია, ალბათ, არც უნდა გქონდეს, მაგრამ რწმენა იმისა, რომ „ლიტერატურული სიტყვით შესაძლებელია შენი განცდების წინ წაწევა, განვითარება“, დიდი შვების მომტანია. მოკლედ, პოსტსაბჭოური ინტერპრეტაციული ნაკადის შესახებ შეიძლება ასეც ითქვას: იდევნებოდა გუშინ, სრულად აღდგა თავის კანონიერ უფლებებში დღეს და იმედია, ხვალაც მკითხველის გზამკვლევად დარჩება.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-731-6
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები413
გამოცემის წელი2023