გზავნილი უკრაინიდან

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

334

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანები კვლავაც ერთად იქნებიან. ჩვენი დროშა ისევ აღიმართება ოკუპირებულ ქალაქებში. ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდება და ისევ გვექნება მშვიდობა. სამყარო შავ-თეთრ ფერებში აღარ იოცნებებს. ის მხოლოდ ლურჯ და ყვითელ ფერებში იოცნებებს.“ ეს წიგნი, რომელიც აერთიანებს ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი უკრაინის ისტორიაა. ეს იმ ერის ისტორიაა, რომელიც გმირულად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. და იმ ხალხის ამბავი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ რომ მიუძღვის სამყაროს. ყველაზე მეტად კი ეს არის საბრძოლო ყიჟინა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ფეხზე წამოვდგეთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. როდისღა, თუ არა დღეს? ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია. იგი 2019 წელს აირჩიეს და 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევისას, უკრაინის წინააღმდეგობას ხელმძღვანელობს. ამ ერთადერთ წიგნში „გზავნილი უკრაინიდან“, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ავტორობითაა შექმნილი, შესულია გამოსვლები, რომლებიც მან თავად შეარჩია, რათა უკრაინელი ხალხის ამბავი მოეთხრო. პრეზიდენტ ზელენსკის სრული შემოსავალი დიდ ბრიტანეთში გაყიდული ბეჭდური წიგნიდან „გზავნილი უკრაინიდან“, გადაირიცხება United24-ის ანგარიშზე, რომელიც, უკრაინის მხარდასაჭერი დონაციების შესაგროვებლად, მისი ინიციატივით შეიქმნა. United24-ს მართავს უკრაინის მთავრობა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ u24.gov.ua

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-547-3
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები176
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგვანცა ჯობავა
გამოცემის წელი2023