ანამარია ჭიამაიას ჭრელი ამბები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4204
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო ზაალიშვილი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ანამარიას მართლაც ჭრელ-ჭრელი ამბები აქვს, მხიარული, სახალისო და თავგადასავლებით სავსე. მხატვარი და ხელოვნებათმოცდნე ნინო ზაალიშვილის ამ წიგნს, რომლის ილუსტრაციების ავტორიც თავადაა, ყველა ბავშვი სიხარულითა და ინტერესით წაიკითხავს, რადგან მასში ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი რამეები ხდება. ანამარია ძალიან კეთილი გოგოა, ჰყავს მეგობრები და აქვს საყვარელი ჩვეულებები. ხანდახან ჭირვეულობს კიდეც, უცნაურ რამეებსაც იგონებს და ზოგჯერ წარმოუდგენელ შედეგს აღწევს; ხანდახან კი იმდენად სევდიანია, რომ ლექსების წერას იწყებს. მოკლედ, ავტორი პატარების თვალწინ საინტერესო გოგონას ძალიან შთამბეჭდავ ამბავს აცოცხლებს, რომელშიც ალბათ პატარა მკითხველი საკუთარ ისტორიასაც აღმოაჩენს. ამ წიგნს ბავშვები აუცილებლად შეიყვარებენ; იქნებ ანამარია მათთვის მისაბაძ გმირადაც კი იქცეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები