ჩიტის გალობა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
862
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სებასტიან ფოლკსი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„საერთაშორისო ბესტსელერი #1. სიყვარულისა და ომის მომაჯადოებელი ამბავი. ისტორია სამი თაობის, პირველი მსოფლიო ომსა და XX საუკუნის 90-იან წლებს შორის ღრმა უფსკრულის შესახებ“. The New Yorker „ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება, გათხოვილი ქალი, რომელიც უბედურია ქმართან. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე - იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები