ჰესილისის ქრონიკები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

11899

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ისტორია საუკუნეების განმავლობაში დუმდა ჰესილისზე. კონტინენტის წარსულზე არაფერს წერდნენ არც ენისელში, არც ალგადოსში და არც ძველი ცივილიზაციის სხვა წყაროებში, დღემდე ყველა ცნობა უკვალოდ გაქრა. მხოლოდ მე, „გობრონ ასელატმა“, მე-12 საუკუნის შუა ხანებში დავამტკიცე, რომ ჰესილისზე გოლიათების გადაშენებამდეც არსებობდა სახელმწიფო, რომელიც 9000 წელს მაინც ითვლიდა. სწორედ მისგან მიიღო კულტურული მემკვიდრეობა ილისმა და ალგადოსმა, ზიდრუდმა და ბერინარმა. ალგადოსელები ამ უზარმაზარი კონტინეტის ცენტრში მოექცნენ და ბევრ გამოგონებას დაუდეს სათავე, მათ პირველებმა დახვეწეს საბრძოლო ხელოვნება, არქიტექტურა, შექმნეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ეისის დამწერლობის სახელით. სწორედ ალგადოსელებს ეკუთვნით დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. ალგადოსი ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში სიმშვიდე დაამყარა კონტინენტზე, თუმცა ბოლო ათწლეულში ჰესილისში იმატა შიდა ომებმა და სამეფო შეთქმულებებმა, ვასალებს შორის დიდი შუღლი გაჩნდა, რომლის გულშიც ილისის სამეფო მოექცა. ომი გარდაუვალი იქნება და როცა ეს მოხდება, კონტინენტი ყველაზე სახიფათო და თავზეხელაღებულ ხალხს მიიზიდავს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობარამისტელ ბასილასი
გვერდები192
გამოცემის წელი2024