უღონოთა ორკესტრი
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
669
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჩიგოზი ობიომა
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ - ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტერესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტერესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ - იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები