დასაწყისი (მესამე ამბავი ორ ნაწილად )

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

227

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ერთ დღეს, ბრძოლებით დაღლილ მონღოლთა მბრძანებელს უცნაური რამ ესიზმრა. თითქოს შუა უდაბნოში, ვიღაც უცნობი მამაკაცი მიადგა და სთხოვა, მცირე რაზმი ჩრდილოეთის გზითაც გაეშვა, სადაც მის აღზრდილ ხალს გადაეყრებოდნენ... ყაენმა სიზმარი გამოცხადებად ჩათვალა და კაცის თხოვნა აღასრულა. მდინარეების ვოლგისა და ოკის შესართავთან მართლაც გადაეყარა უცნობ, ველურ ტომს, ისინი უბრძოლველად დაიმორჩილა და ურდოს დაუქვემდებარა... ასე იწყება ამ ტრილოგიის მესამე რომანი (“დასაწყისი”), სადაც უკვე მოსკოვიის შექმნის ამბავსაც ვეცნობით, ხოლო შემდეგ იმასაც ვიგებთ, თუ როგორ მოხვდნენ ჩვენი გმირები იქ და დაბრუნებისას რა წყეული მისია აიღეს თავზე. ამ ქვეყნის ისტორია ივანე მრისხანეს გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც სწორედ ამ ავზნიანი სადისტის ქვესკნელში მოგზაურობით, კუპალას ღამის ველური ორგიითა და მაჯლაჯუნებთან გამართული ცემა-ტყეპით იწყება მოსკოვიასთან გაცნობა. მოსკოვიის ისტორია პეტრე პირველის გარეშეც არ შეიძლება. თავიდან პეტრე რომანში არ ჩანს, მაგრამ მისი “აღმზრდელი და ნათლიაა” ამ ამბის ერთ-ერთი გმირი (მენახირე). სწორედ ის გამოეცხადა სიზმარში მონღოლთა მბრძანებელს და შემდგომში ის წრთვნის მოსკოვიის მეფეებსა და რუსეთის იმპერატორებს. ის ქმნის ეშმაკეულთა ჯგუფებს საკუთარი და მოსკოვიტური, ქვესკნელური იდეების ხორცშესასხმელად... რომანის მოქმედების დიდი ნაწილი ყაზანში ვითარდება. ზოგიერთ პერსონაჟთან ერთად კოჭლი ლავრენტიც რეალური ისტორიული პერსონაჟია – ყაზანის ეპისკოპოსი ლუკა კანაშევიჩი _ ვითომდაც ქრისტიანი მოძღვარი, სინამდვილეში კი რუსული დამპყრობლობისა და შეუწყნარებლობის სიმბოლო. და ამ ისტორიული თუ ნახევრად ისტორიული პერსონაჟებისა და მოვლენების ცენტრში კვლავ ვხვდებით ძველ ნაცნობს _ ადოლას (ადილარს), რომელიც ბედის უკუღმართობამ ყაზანში გადმოისროლა ხატმწერად და ლექსოს (ალექსეი) _ პუგაჩოვის თანამებრძოლს... სწორედ ეს ორი გამოუძღვება საქართველოსკენ მომავალ ბოროტ სულებს, საზღვარს მომდაგერები კი გზაში დასწავლული ტექსტით: “მობრძანდით, კეთილო ხალხო, ჩემო სასურველო სტუმრებო! მობრძანდით, პატივი დაგვდეთ ჩვენ უღირსებს, თქვენი შემოსვლით” და ა. შ. ქვეყანაშიც შემოიპატიჟებენ მათ...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-5358-6
გამომცემლობათეიმურაზ კვანტალიანი
გამოცემის წელი0