ადოლა (ამბავი I)

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

347

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ეს ტრილოგია მოგვითხრობს ორ სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობისა და განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანზე იმ წუთიდან, როდესაც მათ ცხოვრებაში „მოულოდნელად“ იწყება ისეთი რამ, რაც თითქმის რადიკალურად ცვლის მათ ჩვეულ ყოფას. შეშინებული და დაბნეული გმირები გადადიან აქტიურ მოქმედებებზე, ცდილობენ დაიცვან თავი და თავისიანები და... სწორედ აქედან ირკვევა, რომ ადამიანი - ეს უკვდავი არსება, ორივე სამყაროში ერთდროულად ისე ცხოვრობს, ვერც კი გრძნობს ამას და თავის ტკივილსა და უბედურებას, თავის ჯოჯოხეთს ორივეგან ტკბილ ოცნებაში შეფუთულს დაატარებს. ხშირად, ამ ოცნებას გარკვეული დროით, აცოცხლებს სიზმარივით, ეხვევა შიგ და ცხოვრობს კიდეც მასში (უფრო - იმალება), მაგრამ იმ წყეულ ტკივილს ვერა და ვერ ანელებს... ამ ტრილოგიის პირველი ამბავი, საშუალო ასაკს გადაცილებულ მხატვარზეა. ამ ადამიანის ცხოვრება ისე მიექანება დასასრულისკენ, ისე ეცლება ცხოვრება ხელიდან, რომ ვერაფერს მიაღწია პროფესიაში, თუმცა ახალგაზრდობაში ამბიციები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა... როგორც სჩანს ცხოვრება ში ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გვინდა, ვგეგმავთ და ჩვენმა გმირმაც ბევრს ვერაფერს მიაღწია, ბოლოს გალოთდა და მიუხედავად იმისა რომ ხელოვნების ერთ-ერთ სასწავლებელში პედაგოგად ჯერ კიდევ ტოვებენ, უკვე არც იჯახში სცემენ პატივს, არც სამეზობლოში და არც იმ სასწავლებელში სარგებლობს სათანადო ავტორიტეტით... აი ამ კაცის ცხოვრებაში „მოულოდნელად“ (ავტორის რწმენით, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება) იწყება ისეთი რამ, რაც მის ჩვეულ ყოფას თითქმის რადიკალურად ცვლის. ჩანაფიქრის თანახმად მკითხველი მიყვება გმირს და ცდილობს გაერკვეს - საით ტრიელდება ეს კაცი და რა განსაზღვრას მის ნაბიჯებს - მისი აღქმა ამ მოვლენისა და აქედან გამოტანილი დასკვნები, თუ ხალხის დამოკიდებულება მოვლენისადმი და შეცვლილი განწყობა გმირის მიმართ. თავდაპირველად „თამაში“ ორი რომანისგან შედგებოდა („ადოლა“ და „პირობით ვადამდე გათავისუფლებული“).

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-5358-6
გამომცემლობათეიმურაზ კვანტალიანი
გამოცემის წელი0