სხვა დროის ამბავი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

572

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნში მოქმედება 1978 წელს ვითარდება, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს იმ თემებთან, რომელსაც ნაწარმოები განიხილავს. მთავარი პერსონაჟი, ლიკა, უბრალო სტუდენტია, რომელიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობით არსებობს, ზუსტად ისევე, როგორც მილიონობით მისი თანატოლი. თუმცა, მისი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვლება, როდესაც იგი საავადმყოფოში ამოყოფს თავს და რთულ რეალობასთან შეხვედრა მოუწევს. იქ მოხვედრილი ლიკა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სიტუაციებში ვარდება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ოპერაციის მოლოდინში მარტო დარჩენილი სტუდენტი, თავს სამყაროთა ზღურბლზე აღმოაჩენს და რეალობის სხვაგვარად აღქმის საშუალებას წააწყდება. სიკვდილის გარდაუვალობასა და მისი სიახლოვის მიღებასთან ერთად კი, დაიბადება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მის არსებობაში - აწმყო. რა ელოდება ლიკას საბოლოო ჯამში, და რას უმზადებს მას რეალური გარდაცვალება? დებიუტანტი მწერლის, სოფო ჯაყელის რომანი განსხვავებულ ჭრილში აღწერს ავადმყოფი ადამიანის ფიქრებსა და მისი შეხედულებების ცვლილებას ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ცხოვრება, როგორც პროცესი და გარდაცვალება, როგორც - თავიდან დაბადება. ფანტასმაგორიული დეტალებით დახუნძლული წიგნი თავისი მსუბუქი და გასართობი ენით გვაფიქრებს ზოგადსაკაცობრიო თუ ფილოსოფიურ თემებზე, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური არსებობის მიღმა გვაქვს დატოვებული.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941985003
გამომცემლობასოფი ჯაყელის წიგნები
გვერდები164
გამოცემის წელი2023