დროის ენერგია VI

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

328

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ვაჟა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დაუჯერებელი იდუმალების შესაძლო სინამდვილის მესამე წიგნი აგრძელებს გამორჩეული უნარების მქონე ნორჩი გმირის თავს გადამხდარი თავგადასავლების გადმოცემას. დასაწყისში აღწერილია ბავშვური სიმარჯვით, თუ რარიგ მოხერხებულად აგვარებს საზაფხულო ბანაკში დამეგობრებული თანარაზმელის, არამართებულად გამოტანილი განაჩენით თავისუფლება აღკვეთილი ახლობლის განთავისუფლებას. ამავე ნაწილში გაიგებთ მისეულ უნარს, ზოოპარკში ყოფნის დროს რა ხერხით ათვინიერებს გალიიდან შემთხვევით გამოქცეულ გავეშებულ მხეცს, ეს-ესაა შვილახუტებულ დედას რომ უახლოვდებოდა. ასევე გაეცნობით უჩვეულო უნარით და ფსიქოენერგეტიკის გამოყენებით რარიგად ახერხებს საცირკო ნომრის ჩვენებისას, მაღალ ძელებზე მიბმულ ბაგირიდან უეცრად გადმოვარდნილი უსულოდ მყოფი ჯამბაზის გონზე მოყვანას. აგრეთვე შეიტყობთ ჩვენი გმირი როგორ იყენებს ანალოგიურ მეთოდს ექსკურსიის დროს გზას აცდენილი, ღარტაფში გადაშვებული ავტომობილიდან გამოყვანილი უსიცოცხლო ბავშვის გადარჩენას. ...ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი, რომელიც დაგვიანებულ მოსწავლეებს შენობაში არ უშვებდა, - მან ისე მოახერხა, რომ გამონაკლისი დააშვებინა... უფრო მეტიც, მისი ინვალიდი დისშვილი მთელი ცხოვრება, რომ საინვალიდო ეტლით უწევდა გადაადგილება. მასთან მისულმა ყველა იქ დამსწრე სასწაულის მომსწრე გახადა. ფათერაკის არიდების მცდელობის დროს... და-ძმასთან ერთად ნაყინის შესაქცევად სკვერში შესულს, როგორ აიძულებდა იქ მყოფნი მობირჟეები მათთვისაც ნაყინი რომ ეყიდათ, ბოლოს და ბოლოს, რომ აღარ მოეშვნენ, ნორჩმა გმირმა მეყოჩე საჩხუბრად დუელში გადმოიწვია... დიდ-პატარას ორთაბრძოლა ხატოვნად აღწერილია ნაწარმოების ამ ნაწილის კვალდაკვალ. რომანის სიღრმეში გაეცნობით მამა-შვილის მიერ მთის შუაგულში აღმოჩენილ იდუმალ გასასვლელებს, რომლის მიღმა არაობიექტური სინამდვილის გარდა ასევე მიაკვლევენ: წარსულ-მომავლის მატერიამდელ და ჯერ არ ნახულ სამყაროს კარიბჭეებსაც. ისინი ახერხებენ გასვლას დაწყებული გამყინვარების პერიოდის, პალოეგენის ძირძველი, ეპოქალური და ყველაზე უძველესი 4600 მილიონი წლის წინ არქაული ერადან, დასრულებული იმატერიალში არსებული ვაკუუმის პირველყოფილ თავანკარა სივრცემდე. რომანის მეორე ნაწილში გაგების წადილს აღძრავს, მამის მიერ ჩატარებული ცდათა მინაღწევრის ჩინებული მიგნება, კერძოდ ყველა სენის სარგო ნივთიერებათა მიკვლევა. მან 100 წელს გადაცილებული კუების გენების კომპლექსიდან გამოყო ასაკობრივ პერიოდებისთვის დამახასიათებელი მორფოფიზიოლოგიური თავისებურებებისთვის მახასიათებელი გენი, რომელმაც მცენარეთა და ფუტკრის პროდუქტების ესენციალებისგან მიღებულ ნაერთში მოახდინა აღნიშნული გენის გენირება. ცდის მოსრულებისას კი საკუთარი აპარატის შემწეობით ჩატვირთა საგანგებოდ შემუშავებული პროგრამა, ხანგრძლივი სამკურნალო დანიშნულებით, ე.ი. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხდებიან ორგანიზმის ორგანული მუდმივები, რომელთა გავლენით ყოველი ორგანო იმთავითვე ინარჩუნებს არა მხოლოდ ერთიან სიჯანსაღეს, არამედ სხეულის ახალგაზრდულ იერ-სახესაც. ნაწარმოების წაკითხვისას უდავოდ მეტს გაიგებთ. მეტის გაგება კი გულს მოგიჯერებთ. შემონაქმედი იქმნებოდა წმინდა მიწაზე. ვ. პაპიძე

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-503-84-9
გამომცემლობავაჟა
გვერდები312
გამოცემის წელი2023