კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

570

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე მარკ ტვენი ISBN: 978-9941-487-75-0 კატეგორია: თარგმანები, სხვა კლასიკა გვერდები: 544 ფორმატი: 13.50x20 გამოცემის თარიღი: 2023 ყდა: რბილი ფასი: 24.95 ყიდვა მაშინ, როდესაც სემუელ კლემენსი, მარკ ტვენის ფსევდონიმით, ერთმანეთზე უფრო საინტერესო რომანებს წერდა და საფუძველს უყრიდა ამერიკული ლიტერატურის დიდ ტრადიციას, კონექტიკუტის შტატი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი გახლდათ, ჰარტფორდი კი შტატის მთავარი ქალაქი იყო. სწორედ ამ შტატის და ქალაქის მიერაა შთაგონებული სათავგადასავალო რომანის „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ ფაბულა – კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ნამდვილი პირმშო, ერთი ფატალური შემთხვევის გამო, მეფე ართურის სახელმწიფოში ხვდება. შუასაუკუნეობრივ, მითოსურ, ფეოდალურ ეპოქაში აღმოჩენილი კონექტიკუტელი იანკი მიზნად ამ გარემოების შეცვლას და ცივილიზაციის დესპანობას დაისახავს. ამ ფანტასტიკურ თავგადასავალში ბევრი სიცილია, ბევრი ტყუილი და მართალი. მარკ ტვენის მომნუსხველი თხრობა კი ეპოქათა ისეთ ჯურღმულებში შეგითრევთ, სადაც ცივილიზაციის იარაღს მთლად ბოლომდე არ უნდა ენდოთ...

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-487-75-0
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები544
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგია ბერაძე
გამოცემის წელი2023