სნობების წიგნი

რეიტინგი

2 / 5

ნახვა

637

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა; სიმართლე ჯერ ყოველთვის საამო არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე უკეთესია. ეს თითქოსდა ბანალური ფრაზა სულ სხვაგვარად ელვარდება, როდესაც გამოხატავს ეთიკურ მრწამსს ისეთი მწერლისა, რომელიც მართლისმთქმელობითაც გამოირჩევა და უამრავ უსიამოვნებასაც გადაჰყრია თავისი წრფელი, ტკივილიანი და დაურიდებელი სიტყვისათვის. არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა, რითაც დაუბეჯითებდა, რომ სნობიზმის ბაცილა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის არსებაში ჩაბუდებულიყო და, თუ არ მოერეოდი, იქით მოგერეოდა და მთლად გაგასნობებდა...

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-314-57-5
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები306
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიმთარგმნელთა ჯგუფი
გამოცემის წელი2023