იტვირთება...

რა ხდება სულეთში სამოთხესა და ჯოჯოხეთში

ემანუელ სვედენბორგი

2014 წელი | რიო-გიო
4,109 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"მისმა წიგნებმა მე ნევროზისგან გამკურნეს"- წერდა ემანუელ სვედენბორგის შესახებ უდიდესი პროზაიკოსი ხორხე ლუის ბორხესი და იქვე აღნიშნავდა: "ემანუელ სვედენბორგი ერთადერთი ღვითისმეტყველი და მისტიკოსია, რომელიც გადარჩენის (სულის ცხონების) აუცილებელ პირობად, კეთილ საქმეთა პარალელურად, ინტელექტსაც აყენებს"... ანუ, სვედენბორგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ კეთილი საქმეებით ადამიანი ვერ გახდება ანგელოზი, და რომ მის სამოთხეში შესვლას ინტელექიც განაპირობებს... შვედი ღვთისმეტყველის, ემანუელ სვედენბორგის სახელი ნაკლებადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის, თუმც, მას არც მსოფლიოში იცნობენ ისეთი მასშტაბურობით, როგორც მაგალითად, წინასწარმეტყველ ნოსტრადამუსს. და ეს მაშინ, როცა სვედენბორგის კვლევის საგანი, თავისი თემით და გამაოგნებლობით, მრავალჯერ აღემატება ნოსტრადამუსის და, გნებავთ, თანამედროვე ადამიანისთვის ცნობილ, სხვა, ნებისმიერი მისტიკოსის შრომებს. საქმე ის არის, რომ ემანუელ სვედენბორგი, უფლის ნებით და სურვილით წლების მანძილზე მოგზაურობდა სამოთხესა და ჯოჯოხეთში. სწორედ ამ “მოგზაურობის” აღწერას მიუძღვნა მან დაახლოებით 50 ტომი. ადამიანებს კი, მოგეხსენებათ, იმქვეყნიური სამყაროს ამბები აინტერესებთ ყველაზე მეტად, თუნდაც ქვეცნობიერად, იმის მიუხედავად, საერთოდ სწამთ იმქვეყნიური არსებობის თუ არა. და ეს გასაგებიცაა: გარდაცვალება აბსოლუტურად ყველა ფიზიკური არსების გარდაუვალი ფინალია, მაგრამ მხოლოდ ადამიანს ძალუძს იფიქროს მასზე მაშინაც კი, როცა იგი ბიოლოგიურად შორეულ პერსპექტივად ესახება. ამ წიგნში დეტალურადაა აღწერილი როგორ კვდება ადამიანი, როგორ აღდგება მკვდრეთით და რა ელის მერე...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ემანუელ სვედენბორგი: „რაღა თქმა უნდა, გარდაცვალება ყველა ბურუსით მოცული და ყველაზე ძნელად ასახსნელი საიდუმლოა; ადამიანთა უდიდესი ნაწილი, არათუ გაურბის ამ საკითხზე საუბარს, ხშირად ფიქრსაც ვერ ბედავს მასზე. არადა, ეს ერთადერთი მისაგებელია, რომელიც აუცილებლად შეეხება ნებისმიერ ჩვენგანს. მაშ, რამდენად გონივრულია გავურბოდეთ გარდაუვალის შეცნობას და თავს ვიტყუებდეთ ყოველდღიური წვრილმანებით? სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა ამ მხრივ სულმოკლეობას ავლენს; მართალია, ყველას აინტერესებს, რა ხდება იმქვეყნად, მაგრამ მხოლოდ სხვასთან მიმართებაში, ანუ თუ საუბარი პირადად მის გარდაცვალებას არ ეხება. მოვხვდებით სამოთხეში? რა არის სამოთხე? რა უნდა ვაკეთოთ სამოთხეში? ზოგი ფიქრობს იმაზე, თუ რას შეადაროს გარდაცვალება. ზოგს თვალწინ წარმოუდგება საკუთარი გარდაცვალების სურათი, და ასეთი ხილვა შიშს გვრის, ან დაავადებს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ წარმოდგენაც არა აქვს მის შესახებ. გარდა ამისა, ადამიანი დარწმუნებული არ არის, რომ სიცოცხლე სიკვდილის მერეც გრძელდება. არათუ დარწმუნებული არ არის, რეალობაში, ვერც კი წარმოუდგენია, ასეთი რამ ნამდვილად თუა შესაძლებელი; გულის სიღრმეში ძალიან ცოტას სწამს სიკვდილის მერე არსებობის; ან თუ სწამს, ეხატება ეს არსებობა, არა როგორც სრულყოფილი, არამედ რაღაც ეთერული, გაუცნობიერებელი ფორმით. და აი, სწორედ მე შემომთავაზა უფალმა, საკუთარი თვალით მეხილა, განმეცადა და აღმეწერა ყოველივე ის, რაც თავს გადახდენია ან აუცილებლად გადახდება ყოველ მოკვდავს...“
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რა ხდება სულეთში სამოთხესა და ჯოჯოხეთში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
მთარგმნელი:
გიორგი კაჭარავა
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4109
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]