რა ხდება სულეთში სამოთხესა და ჯოჯოხეთში
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
8383
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ემანუელ სვედენბორგი
გამომცემლობა
რიო-გიო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მისმა წიგნებმა მე ნევროზისგან გამკურნეს"- წერდა ემანუელ სვედენბორგის შესახებ უდიდესი პროზაიკოსი ხორხე ლუის ბორხესი და იქვე აღნიშნავდა: "ემანუელ სვედენბორგი ერთადერთი ღვითისმეტყველი და მისტიკოსია, რომელიც გადარჩენის (სულის ცხონების) აუცილებელ პირობად, კეთილ საქმეთა პარალელურად, ინტელექტსაც აყენებს"... ანუ, სვედენბორგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ კეთილი საქმეებით ადამიანი ვერ გახდება ანგელოზი, და რომ მის სამოთხეში შესვლას ინტელექიც განაპირობებს... შვედი ღვთისმეტყველის, ემანუელ სვედენბორგის სახელი ნაკლებადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის, თუმც, მას არც მსოფლიოში იცნობენ ისეთი მასშტაბურობით, როგორც მაგალითად, წინასწარმეტყველ ნოსტრადამუსს. და ეს მაშინ, როცა სვედენბორგის კვლევის საგანი, თავისი თემით და გამაოგნებლობით, მრავალჯერ აღემატება ნოსტრადამუსის და, გნებავთ, თანამედროვე ადამიანისთვის ცნობილ, სხვა, ნებისმიერი მისტიკოსის შრომებს. საქმე ის არის, რომ ემანუელ სვედენბორგი, უფლის ნებით და სურვილით წლების მანძილზე მოგზაურობდა სამოთხესა და ჯოჯოხეთში. სწორედ ამ “მოგზაურობის” აღწერას მიუძღვნა მან დაახლოებით 50 ტომი. ადამიანებს კი, მოგეხსენებათ, იმქვეყნიური სამყაროს ამბები აინტერესებთ ყველაზე მეტად, თუნდაც ქვეცნობიერად, იმის მიუხედავად, საერთოდ სწამთ იმქვეყნიური არსებობის თუ არა. და ეს გასაგებიცაა: გარდაცვალება აბსოლუტურად ყველა ფიზიკური არსების გარდაუვალი ფინალია, მაგრამ მხოლოდ ადამიანს ძალუძს იფიქროს მასზე მაშინაც კი, როცა იგი ბიოლოგიურად შორეულ პერსპექტივად ესახება. ამ წიგნში დეტალურადაა აღწერილი როგორ კვდება ადამიანი, როგორ აღდგება მკვდრეთით და რა ელის მერე...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები