მეს გამოღვიძება
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
903
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დოდი კუჭუხიძე
გამომცემლობა
დოდი კუჭუხიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ეს არის წიგნი, რომელიც გვიხატავს სურათს, თუ როგორ ახერხებს თავად ავტორი საკუთარი ჭეშმარიტი "მეს“ გამოღვიძებას უამრავი ტანჯვის გავლით, როგორ იწვევს მკითხველს, რომ მასაც გაუჩნდეს ამის სურვილი და როგორ შემოდის "გამოღვიძება“ საბოლოოდ მატერიაში! წიგნი ფილოსოფიური რომანია, რომელშიც აბსოლუტური სიცხადით არის ასახული სულიერ ძილს მიცემული სამყაროს ყოფა. ეს ის სამყაროა, რომლის მმართველი ცრუ ილუზიონისტი სულიერად მძინარე ადამიანების მგრძნობიარე ღილაკებით მანიპულირებს. ის ძალადობს მატერიაზე და მატერიის ნაბუშრები აწვალებენ ისედაც გატანჯულ ადამიანებს. მატერია მეგობრობს ეგოიზმთან და ხარკს უხდის "ცრუ მეს“. "ცრუ მე“ მთელი სიცხარით უყვართ და აღმერთებენ. მაგრამ ის, ვინც საკუთარ მუჭში ამყოფებს ადამიანთა ნებას, პოტენციალსა და ცხოვრებას - დედოფალი "შიშია“, რომლის გვირგვინიც ადამიანებს აბრმავებს. საცოდავი, სულიერ ძილს მიცემული ადამიანები ვეღარ იკვლევენ გზას წინ. ერთი ქალი, მართალია თვითონ შია და ლანდი გასდის წელის არეში, მაგრამ მაინც შრომობს ქალაქის მკვიდრთა გამოღვიძებისთვის და უმტკიცებს მათ სცენიდან, რომ სიცოცხლე საჩუქარია, რომ აბსოლუტურ სიყვარულს, რომელმაც სიცოცხლე შექმნა, არ შეეძლო მასში ტკივილის ჩადება; რომ სიმშვიდეში დაბრუნებაა შესაძლებელი, ამისათვის მხოლოდ "კის“ თქმაა საჭირო მომწოდებლისთვის.წიგნი სავსეა თვითშეღვიძებისთვის საჭირო ხერხებით, რომლებიც ავტორს გამოღვიძებამდე მისასვლელ გზაზე ეხმარებიან. თხრობისას ავტორის რამდენიმე ლექსი ორგანულად ერწყმის შინაარსს. ავტორის მიერვე სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილია მუსიკაც, რომელიც იდეას შეესატყვისება,რასაც სულიერი წყვდიადისგან თავის დაღწევა ეწოდება. ეს არის წიგნი შენი "მეს” გამოღვიძებაზეც! წიგნის რედაქტორი გიორგი კეკელიძე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნინო ბაკურაძემ და მარეხ ბეჟანიშვილმა. ყდის დიზაინერი ანა ლიპარტელიანი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები