ჯორჯიო და ჯეორჯინა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

706

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ბათა მარსაგიშვილის მოთხრობების გმირები ჩვენი ყოფის/საზოგადოების ტიპური პერსონაჟები არიან – სოციალური თუ ეგზისტენციალური პრობლემებით, თავის დასამკვიდრებლად ბრძოლის ნაცადი თუ ექსკლუზიური ხერხებით, ტკივილებით და ბედნიერებებით. მათი ცხოვრების კონტექსტი ხანდახან გამოუვალი მდგომარეობაა, თუმცა თხრობის სილაღის და იუმორის წყალობით, ეს მდგომარეობა მსუბუქ აბსურდში გადადის. ეს უკანასკნელი კი ჩვენი თანამედროვე ყოფის მხატვრული კონტექსტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გმირები მკითხველს ადვილად მიიყვანენ სიცილამდე (რაც, არც ისე იოლი საქმეა ლიტერატურისათვის!), ეს სიცილი მაინც არაა ავტორის მთავარი მიზანი. ის სწორედ ამ სასაცილო თუ აბსურდული სიტუაციების მიღმა დაყურსულ პრობლემებზე ამახვილებს მკითხველის არაცნობიერ ყურადღებას. ეროვნული თუ პიროვნული კომპლექსები, ტექნოლოგიურ ქაოსში მოყოლილი ადამიანური განცდები თუ განზრახვები, პირდაპირი ტრანსლაციები ცხოვრების სამზარეულოდან – ეს ამ პრობლემათა და მხატვრულ ამოცანათა არასრული ჩამონათვალია, ხარისხის ნიშნით – „დამზადებულია საქართველოში“.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-459-9
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები200
გამოცემის წელი2022