სდექ, კირა, სდექ!

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

944

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კირა მთარგმნელობით ბიუროში მუშაობს და იტალიურიდან თარგმნის სერიალებს. ცამეტწლიანი ემიგრაციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ყველაფერი შეცვლილი დახვდა - უახლოეს მეგობრებს სხვა საზრუნავები და ინტერესები აქვთ, გარემოც გაუცხოებულია და კირა ხანდახან საკუთარ თავს ეკითხება, ღირდა თუ არა დაბრუნება. ამ ერთფეროვნებაში პაწაწინა სამუშაო ოთახში ახალ თანამშრომელს, სიტყვაძუნწ და ინდიფერენტულ გიორგი პირველს, შემოუსახლებენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კირას რუტინულ ყოფაში სიახლის, სავარაუდოდ, მელოდრამის მომასწავებელია. და მართლაც, იწყება ამბავი, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება სრულიად მოულოდნელი, უცნაური, ზოგჯერ კი სასაცილო და დაუჯერებელი მოვლენები. ერთი შეხედვით, მსუბუქი, სინამდვილეში კი მძაფრ სოციალურ და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მიმანიშნებელი გროტესკული რომანი ცოცხალი, დინამიკური, იუმორითა და ირონიით გაჯერებული თხრობით მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941352621
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები208
გამოცემის წელი2022