პაპაჩემი ლევან ლეონიძე

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

667

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1937 წელს, 44 წლის ასაკში დახვრიტეს ლევან ლეონიძე, გიორგი ლეონიძის უფროსი ძმა, რომელსაც ცოლი, მარია ჰოფმანი და ორი შვილი დარჩა – რვა წლის ლილი და ლევანი, რომელიც მისი დაპატიმრების შემდეგ დაიბადა. პროფესორი ლევან ლეონიძე ევროპაში განათლებამიღებული მეცნიერი იყო. 1925 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი „მესაქონლეობის ლექსიკონი“, რომელსაც საუკუნის შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ის სამეცნიერო საქმიანობას არამხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც ეწეოდა – მუშაობდა კილის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში და იმავე ქალაქში დააარსა მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს გაიცნო თავისი დიდი სიყვარული – მარია ჰოფმანი, რომელმაც სამშობლოში დატოვა მდიდარი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი და, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლევანს საქართველოში გამოჰყვა. არც მისი დახვრეტის შემდეგ დაბრუნებულა უკან – შვილებს ზრდიდა და ქმრის დაბრუნებას ელოდა – ვერ იჯერებდა, რომ ლევანი დახვრეტილთა შორის იყო. ეს წიგნი, რომელიც ლევან ლეონიძისა და მარია ჰოფმანის დღიურებს, წერილებსა და მათ არქივებში აღმოჩენილ ბევრ ძალიან საინტერესო მასალას ეფუძნება, მკითხველს გულგრილს ვერაფრით დატოვებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორ გამოაცალა რეპრესიებმა ჩვენს ქვეყანას ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის დანაკლისსაც დღემდე ვიმკით. „ისე თამამად მინდა გავზარდო, რომ დედაკაცი კი არ უნდა იყოს მხოლოდ, არამედ მაგარი და ძლიერ ნების მოქალაქე, რომლის უსამართლოდ დაჩაგვრა ვერავინ ვერ შეძლოს“, – თითქმის ასი წლის წინ წერს ლევან ლეონიძე თავისი გოგონას, ლილის შესახებ და ამ ერთი წინადადებითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ქვეყანას შექმნიდნენ და ააშენებდნენ ის და მისნაირი ადამიანები, ამის საშუალება რომ მისცემოდათ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-532-9
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები220
გამოცემის წელი2022