სალამინის ჯარისკაცები

რეიტინგი

4.1 / 5

ნახვა

1175

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს უსხლტება და თავს ტყეს აფარებს. დადევნებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი აგნებს მასასს. ერთხანს მტრები ერთმანეთს უტყვად შესცქერიან, მერე ჯარისკაცი თავისიანებს გასძახებს: „აქ არავინაა!“, ტრიალდება და იქაურობას ეცლება… ვინ იყო ეს უცნობი მებრძოლი? რატომ არ გაიმეტა მტერი? კვლავაც ცოცხალია თუ არა? სწორედ ამის დადგენას ცდილობს მთხრობელი ათწლეულების შემდეგ. „სალამინის ჯარისკაცები“ ესპანელი მწერლის, ხავიერ სერკასის (1962) ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები უდევს, ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941116100
გამომცემლობადიოგენე
გვერდები230
თარგმანიესპანურიდან
მთარგმნელირამაზ ხატიაშვილი
გამოცემის წელი2023