თავისუფლების ექვსი ხარისხი
რეიტინგი
1 / 5
ნახვა
612
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნიკოლა დიკნერი
გამომცემლობა
აგორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ნიკოლა დიკნერი თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტია. იგი დაიბადა 1972 წელს რივიერ - დე - ლუში, კვებეკში. დამთავრებული აქვს ლიტერატურის ფაკულტეტი ლავალის უნივერსიტეტში. დაწერილი აქვს რომანები, ნოველების კრებულები, საბავშვო ნაწარმოებები და სხ ვ., რომლებმაც მათ ავტორს ცხრა ლიტერატურული პრემია მოუტანა კანადაშიც და უცხოეთშიც, რადგან ისინი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ნიკოლა დიკნერის ნაწარმოებების პერსონაჟები გამოირჩევიან ორიგინალობით, უცნაურობით, აკვიატებული იდეით, უყვართ კითხვა და მრავალგვარ ინფორმაც იას ფლობენ. რომანი " თავისუფლების ექვსი ხარისხი " 2015 წელს გამოიცა და იმავე წელს მიიღო გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია. იგი მოგვითხრობს ცნობისმოყვარე ახალგაზრდებზე, რომლებიც არა მარტო ამა თუ იმ საკითხში ღრმა ცოდნის მიღებით იღებენ სიამოვნებას, არ ამედ ახერხებენ ეს ცოდნა გამოცდილებად აქციონ და კაცობრიობას გამოწვევით მიმართონ. "ტექნოლოგიის მიზანი ადამიანური გამოცდილების გაზრდა უნდა იყოს", - თვლის ერთ - ერთი პროტაგონისტი და ინფორმატიკოსი მეგობრის დახმარებით აქამდე არნახულ მოგზაურობაში მიდის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები