იგივე მარად
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
446
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
პაატა ჩხეიძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„სამყარო მრავალფეროვანია და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია მისი ხიბლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ყოველდღიურობა მოსაწყენ არსებობად გადაიქცეოდა, ადამიანები კი ერთნაირად ჩაცმული, ერთნაირად მოფიქრალი ბიოლოგიური ორგანიზმები ვიქნებოდნენ. ხალხი მაშინ ხდება საზოგადოება, როდესაც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ერთმანეთთან საუბარსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას სწავლობს – ასე იყო ყველგან, სადაც დიდი ხელოვნება, დიდი ლიტერატურა, დიდი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური დოქტრინები ყალიბდებოდა, მათ შორის კონსერვატიზმიც, რომელსაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე კრებული. ხოლო თუ ვინმეს უნდა დაეწერა წიგნი დასავლურ კონსერვატიზმსა და მის მამებზე, ეს უდავოდ პაატა ჩხეიძე უნდა ყოფილიყო, ვისი ცხოვრებისეული კრედოც, ერთი შეხედვით, ძალზე მარტივად, მაგრამ მრავლისმთქმელად ჟღერს – იგივე მარად. თუმცა უსამართლობა იქნება ამ კრებულის მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში განხილვა, რადგან შიგნით არაერთ საიტერესო ესეის წააწყდებით პოეზიაზე, პროზაზე, ფერწერაზე, რომლებშიც ბევრი ორიგინალური მიგნება თუ მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ რამდენადაც ეს მაინც პაატა ჩხეიძის, გავბედავ და ვიტყვი, ყველაზე პირადი წიგნია, რაც აქამდე გამოუქვეყნებია, თითოეულ ამ ესეიში გამოსჭვივის ნამდვილი კონსერვატორის მსოფლმხედველობა, იმ კონსერვატორისა, რომელსაც ისტორიისა და ტრადიციის უწყვეტობის სჯერა, და რომელსაც ინტელექტუალური ნათესავობა აკავშირებს ედმუნდ ბერკთან, ჯონ ადამსთან, ჯორჯ სანტაიანასთან, ტომას ელიოტთან თუ სხვებთან...“ – დავით ხიზამბარელი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები