ნარცისი და გოლდმუნდი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
2315
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჰერმან ჰესე
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ნარცისი და გოლდმუნდი“ ნობელის ლაურეატი მწერლის, ჰერმან ჰესეს, შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა. რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია. გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს; ნარცისი კი, ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსსთან აკავშირებს. რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. „ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…” ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა. სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები