*** ეს ამბავი ირლანდიის დედათა და ბავშვთა სახლებსა და „მაგდანელის სამრეცხაოებში“ გატანჯულ ქალებსა და ბავშვებს ეძღვნება.
ასევე მერი მაკ-კეის, მასწავლებელს.
„ირლანდიის რესპუბლიკა ყოველი ირლანდიელისგან სამართლიანად მოითხოვს და მოელის ერთგულებას. რესპუბლიკა, როგორც თავის მოქალაქეთა რელიგიური თუ სამოქალაქო თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის გარანტი, აცხადებს, რომ განუხრელად იღვაწებს მთლიანად ერისა და მისი ყოველი წარმომადგენლის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის და თანაბრად იზრუნებს ქვეყნის თითოეულ შვილზე.“
ამონარიდი „ირლანდიის რესპუბლიკის გამოცხადებიდან“, 1916 წ.