1 არყოფნა
სახრეს უთხრეს,რომ ოქროსფერი სამოთხე დახრეს,
შენს არყოფნაზე ხე ყვაოდა,ფესვებმასხარა
და ცეცხლი ჩემში,ხარის ზურგი ეგონა სახრეს,
ალს გადასცხო და დასასრული მოიხარხარა.
მე მკვდართა სუნთქვა დავიბრალე,ასე ძვრფასი,
აღარშეხვედრებს მამლებივით პეპლავენ წლები.
ლექსი მიწამა,ჭექა-ქუხილს ცა ჰქონდა ასი,
ახლა ასივე ჩემს წინ ყრია და გავეცლები.
შენს არყოფნაზე ხე ხმებოდა წელთა ხავილით,
მძივი ეკიდა უსახური,ბნელ ფუღუროთა.
მე და მკვდრის სუნთქვა უკანასკნელ აღმართს ავივლით,
ბედის ნაცოხარ განთიადებს რომ ვუყუროთ და
ცეცხლი ჩემში, ხარის ზურგად მივგვაროთ სახრეს.
დილით უთხრეს,რომ ოქროსფერი სამოთხე დახრეს.
...
მზე თუ წამომცდა
მზე თუ წამომცდა,გაიქეცი გაზაფხულიდან,
ბოლო გვირილას გადაგიხმობს გულზე შერჩენილს.
მე სულზე მიბმულ შემოდგომის მთვარეს ვუვლი და
დაზამთრებამდე სადაფისფერ ხალათს ვუკერავ.
არ დაიჯერო,საუკუნოდ არ დაიჯერო
გასიტყვებული მნათობების კორიანტელი.
ღმერთივით მწამდა ყვითელ სხივთა უცოდველობის,
მზეს გამთვარების შიში სპობდა გაბოროტებით.
მზე თუ წამომცდა,არ იქნება იგი მართალი,
როგორც ცოტა ხნით,
უცნაურად ნაპოეტართა
ფოთოლცვენები.
მზე თუ წამომცდა,გაიქეცი გაზაფხულიდან,
ჩემს სულზე მიბმულ მოხუც მთვარეს
ევედრე,რომ გზა გაგინათოს.
მე შენთვის ისევ მარადიულ ბნელში ვილოცებ.
გაზაფხულიდან გაიქეცი,მზე თუ წამომცდა,
გასიტყვებული,
ყვითელსახა,
ღმერთის მელურსმნე.
...
***
ლექსის ტერფებთან
სადღაც ძვლებს ხორცი ენატრებათ,როგორც ღატაკებს.
მოლანდებული მკვდართა დოღი დღის შედევრია.
ლექსის ტერფებთან ცა მუქ ღრუბელს აიატაკებს,
წვიმები ჩემში აღელვებულ ზღვაზე ბევრია.
ლექსის ტერფებთან მე გამოვთლი ხის სინანულებს,
როგორც წელკავთა სიმრავლეში ღმერთის ნაბიჯებს
და ძველი სახლის მრიცხველივით რომ გამანულებს,
სიცოცხლე ქარში საკუთარ თავს გადააბიჯებს.
ლექსის ტერფებთან მე დავმარხავ ჩემს მოხუც დედას,
რომ სახარება გარითმული გლოვით ვიყეფო.
...
შინსახკომის მთაწმინდა
გალიფეს ცხიმში მოთუშული სამშობლოები
სამი კალათი უწინდელობით,
როს პირსახიან ქვებს ვაგროვებდი
და მეგონა,რომ
უფლისციხესთან
ყაყაჩოებს ხარივით ძოვდნენ.
ცამ შემასწავლა,
რამე პირქვავი
სულ არ ნიშნავს
ქვათა ღიმილებს.
ერთი ქვა მაინც იღიმება
მამა დავითზე
და ოლოლმოკლულ,უნუგეშო
გალას დასცინის:
-"შენი ცხოვრების გამმწარებელი,
საცაა,გავა მატარებელი".
სამი კალათი უწინდელობა
მივართვი თბილისს.
ფიქრს ვინუგეშებ,
მარხულ დედა-ბერს
ვაჟას ერთ-ერთი სიყვარულის
სახელი ჰქვია.
ცას ულვაშებში დაეკარგა
მამა დავითი.
აქ შინსახკომის მთაწმინდაა,
არაღმერთული.
გალიფეს ცხიმში მოთუშული
სამშობლოები
წითელი ღვინით.
უსასოობა ნაღველივით
შევიქარწყლულე,
მაკე სამშობლოდ ვემთაწმინდე
შემოღამებას,
უაღმართებოდ.
...
ორმაია
სარკემ სარკიდან,მშიერივით,ღამე გამოხრა,
მარადი ზამთრის ცივ სხეულში ჩაწოლილი თეთრი კვირტები
მტრის ორმაიას ასრულებენ,სევდაა,ოხ რა...
წმინდანებივით ირთვებიან,რომ ვაკვირდები.
ქალი მესამე,თვით ღამეა,გადასერილი,
ლურჯ სისხლში ცურავს,უღალატო გაფართხალებით
და ძარღვებიდან რომ დაღვარა,მე მაქვს წერილი,
შესვენებებით მიკარნახა,მუქი თვალებით.
ნანობს პოეტთა ჯოჯოხეთს და დღის დასასრულებს,
კუბოთა შორის აირჩია საწოლის კიდე.
მტრის სამაიას მის ნაცვლად თუ მზე შეასრულებს,
სარკე სარკის წინ ბახუსის ჟამს რომ ჩამოვკიდე...
შეხვედრას ვდგამდი,პოეტების სიმრავლეს მთაში,
სიმარტოვეთა სულ წამიერ,თეთრ დასასრულებს.
ჩემს ხელის გულებს აღარ ახსოვთ,რა არის ტაში,
მტრის ორმაიას ორი სარკე როცა ასრულებს.
...
როგორც შროშანმა
დაბადებათა ნამსხვრევებით მოვარაყებულ
სიკვდილს ვესიზმრე,
მე არარსებულ ნართანიან მხოლობითში ვმარტოსულობდი
გაბზარულ წყალზე.
იქვე...
ჭლექიან ქანდაკებებს ხველა სცვიოდათ
და დღის სინათლე
სამი გრამი
დუღდა ხის კასრში.
ზედმიწევნობა მესანთლე ქალს ჰგავდა ღიმილით,
არდაბადებულ ალებს ყიდდა ვერცხლის გროშებად.
ხომ არსად ჰქვია მზის ამოსვლა პატარა ქალაქს?
დღესაც ისეთი შეშლილია ჩემში სიმშვიდე,
რომ ქუთ-აისურ დაისებსაც მივთხოვდებოდი,
მაგრამ სიკვდილმა გაიღვიძა,
როგორც შროშანმა
და სურდო სჭირდა
დაბადებათა ნამსხვრევებით მოვარაყებულს.
თეთრი ხიდიდან
რიონის ნაწყვეტს კითხულობდა,
მღვრიე მოთხრობას.
იქვე...
გამვლელთა ცივ ნაბიჯებს ხველა სცვიოდათ
და უთქმელობა
ფეხის ტერფთა სიმარტოვისა.
სიკვდილს ვესიზმრე,
უთოვლობის სახლი ვიყავი.
სახლი,რომელიც
ქარებისფრად არ დგას მიწაზე.
საკიდები
ზამთრის სიზმრებში შევრჩით ქარბუქებს,
ბოლოჯერ გერქვა ფიქრის საცოლე.
ამ შემოდგომას რაღაც ამუქებს,
დღეთა სამარე მოვისაწოლე.
ფოთოლმდუმარე დგანან რცხილები,
ცათა სიბნელის ხის საკიდები.
სიმარტოვეს თუ ვესირცხვილები,
ამ ქარში არც შენ არ მოგინდები.
"სილაჟვარდეა სილაში ვარდი",
ბოლოჯერ გერქვა ფიქრის საცოლე.
სიკვდილს ფოთლებად სცვიოდა დარდი,
დღეს უკვდავება რომ დავატოლე.
ცათა სიმართლის ხის საკიდები,
ამომეზარდნენ სულში რცხილები.
ამ ქარში არც შენ არ მოგინდები,
სიმარტოვეს თუ ვესირცხვილები.
...და ტრილოგია უსუსურისა
დროჩამომწყდარი საათები პატრონთა მაჯებს,
ნატრობენ,როგორც ყვავილები პეპლის ამბორებს.
ქარი პოეტის უცნობ ცედარს გადაალაჯებს,
ღამეს მტვრისფერი ურიკებით გადააგორებს.
...
ვუყურებ ყვავილს,შემოდგომის ქარით ნაწამებს
და გათელილი სიყმაწვილის მტკივა მტვრიანა.
კედლის საათი მეცილება თვალთა წამ-წამებს,
დრომ სიმარტოვის პაემანზე დაიგვიანა.
...
მოკვდავთა ცაზე მაღალი ვარ,
მაგრამ მიწაზე...
ვუყურებ ყვავილს,
შემოდგომის ქარით ნაწამებს.
ვუყურებ ყვავილს,
სიყმაწვილის მტკივა