იტვირთება...

ყვარლის თეატრი - წარსული, აწმყო, მომავალი...

ეკატერინე ავაზაშვილი

589 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ქართველებს გვეამაყება, რომ საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, განსაკუთრებულია მისი მადლი და წყალობა ქართველი ერის მიმართ, რომელიც არის უძლეველი მხედარი წმინდა გიორგის და წმინდანთა მთელი დასის მფარველობის უღელ ქვეშ... ეს კარგად ჩანს ქართველი ხალხის მრავალმხრივ ნიჭიერიერებაში: შემოქმედებაში, ხელოვანებაში, ღვაწლმოსილებასა და თავდადებულობაში, გაუტეხარ სულისკვეთებასა და მიზანსწრაფვაში დასახული მიზნების განსახორციელებლად დასაბამიდან დღემდის. ღვთისგან ბოძებული ეს ნიჭიერება ფასდაუდებელი საგანძურია თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომელსაც, ისევე, უნდა ვუბრთხილდებოდეთ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს. ყვარლის თეატრის ხელოვნების ისტორიაში არის იმ ადამიანთა სახელები, რომელთა შრომა, ცხოვრება და ღვაწლი თაობიდან თაობას გადაეცა, დავიწყებას არ მიეცა და ამით ამქვეყნიური უკვდავება მოიპოვა... მაგრამ არის სახელები, რომლებიც, სამწუხაროდ, უცნობი დარჩა საზოგადოებისათვის და ეს იმიტომ, რომ ჩვენ თავის დროზე არ დავინტერესდით ჩვენი წარსულით, ჩვენი ქალაქის განვლილი ცხოვრებით, კულტურით, როდესაც ღირსეული მამულიშვილნი კოტე მარჯანიშვილის სამშობლოში ქმნიდნენ თეატრს საკუთარი ენთუზიაზმით, ქველმოქმედებით შეგროვილი მწირი თანხებით, საკუთარი ოფლით, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და გულგრილი დამოკიდებულებებისა სხვადასხვა წლებში ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან თუ შემაფერხებელი პოლიტიკური შიდა არულობისა და გაჭირვების უმძიმესი, შავ-ბნელი წლებისა. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ყვარლის თეატრალური ცხოვრების ისტორია. თავად ყვარელი ხომ ის ქალაქია, რომელმაც დაბადა ერის სულიერი მამა წმიდა ილია მართალი, ქართული თაეტრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი და მისი გამოზრდილი დიდი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი, დიდი მსახიობები - თამარ ჭავჭავაძე, რემელიც ამბობს, რომ “უდიდესი მადლობისა და უღრმესი სიყვარულის გრძნობით მოვდივარ ჩემს მშობლიურ ყვარელში, სადაც დავიბადე და ბავშვობის წლები გავატარე. განა შეიძლება არ განიმსჭვალო სიამაყის გრძნობით იმის გამო, რომ შენ იმ კუთხის შვილი ხარ, სადაც დაიბადნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილნი - ქართული აზრისა და პოეზიის დიდი ოსტატი, ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე და ქართული საბჭოთა თეატრის ფუძემდებელი და მოამაგე, ქართული თეატრალური კულტურის გამოჩენილი მოღვაწე, უდიდესი ხელოვანი კოტე მარჯანიშვილი. განუზომელია სიხარული და განცდა, დიდია მოვალეობა, რომელიც მეკისრება, დიდ პასუხისგებლობას და თრთოლვას განვიცდი ყვარლის მაყურებლებთან შეხვედრის მოლოდინში”... ბავშვობაში თამარ ჭავჭავაძე თანატოლებს შორის სპექტაკლების დადგმის ინიციატორი იყო. თავად გახლდათ პიესის ავტორიც და რეჟისორიც. დებთან ერთად, მისი "კოლეგები" მეზობელი გოგო-ბიჭები იყვნენ და სპექტაკლებს უმეტესად, სახლის მარანში წარმოადგენდნენ… დოდო ჭიჭინაძე... მისი სახლი ამაყად დგას ყვარლის მთებთან ახლოს, დურუჯის ხეობის მახლობლად. მან საინტერესო ცხოვრება, ულამაზესი ბავშვობის წლები აქ ყვარელში გაატარა და არასოდეს დავიწყებია მთვარიან ღამეში როგორ მიაჭრიალებდნენ ურმებს სიმღერით, თუნდაც კალოზე გატარებული დრო... სააღდგომო სიმღერა “ალათასა - ბალათასა”, კალათაში ჩაწყობილი წითელი კვერცხები... მაკა საფაროვა-აბაშიძე, სცენის დედოფალი, რომელმაც ბავშვობა ძველ გავაზში (ახლანდელი ახალსოფელი) და ყვარელში გაატარა, ილია ჭავჭავაძე მას სცენის თვალს უწოდებდა… ყვარლელი მწერალი, მუსიკისა და თეატრის უბადლო მცოდნე ილია ზურაბიშვილი თავის წიგნში “თეატრალური პორტრეტები და ნარკვევები მუსიკაზე” მაკა საფაროვა -აბაშიძეს ასე აღწერს:”... მაკოს ჰქონდა ყოველივე ის, რაც საჭიროა, რომ მსახიობი სრულყოფილი ხელოვანი იყოს: სასცენო ნიჭი და სასცენო ფიზიკური თვისება. ფიგურა მორჩილი, მაგრამ უნაკლო, პროპორციული აღნაგობისა. პირველ წლებში - ნაზი, სათუთი. დაქალებაში - ზომიერად ხორცსავსე, მაგრამ მოქნილი, ელასტიური. ეს ელასტიურობა იყო, რომ ასიკო ცაგარელმა ათქმევინა თავის პეტუას (“ციმბირელში”) მაშუა - გოგოსათვის: ”უჰ, შენ კი, გენაცვალე ე მაგ… წელში… მაკარონივით რომ იმტვრევი!..”მორჩილი ფიგურა… რომელიც მსახიობს შესაძლებლობას აძლევდა დღეს 15-16 წლის გოგონა, თუ 13 წლის ბიჭი განესახიერებინა სინამდვილის სრული ილუზიით, ხვალ კი - თბილისელი მოქალაქე ფაფუკი, ტანაყრილი, თითქმის ფაშფაშა მეუღლე ან ევროპელი გრან - კოკეტი… სახე? - მაკო სულით მონაბერი სილამაზის პატრონი იყო…” მაკოს მასწავლებლად ჰყავდა ყვარელში მწიგნობრობით სახელგანთქმული ნოშრევნიანთ ნინო (ილია ჭავჭავაძის ახლო ნათესავის ზალიკო ჭავჭავაძის დედა). მაკო მაშინდელ ლიტერატურულ წრეში ტრიალებდა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგო მესხი, ივანე მაჩაბელი, გიორგი თუმანიშვილი, დიმიდრი ყიფიანი, რომელსაც მაკო შვილივით უყვარდა ნიჭისათვის და სხვანი. ამიტომაც ჰქონდა “მშვენიერი ქართული გამოთქმა”, როგორც აღნიშნა ილია ჭავჭავაძემ…” ვახტანგ ტაბლიაშვილი ამბობდა: “ძვირფასი და ღირებული, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მშობლიური ადგილის განცდისას, ჩემთვის ეს ყველაფერი ყვარელია”-ო, ასე ეფერებოდნენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ მშობლიური ყვარლისა და ყვარლელების მიმართ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი შემოქმედი, ხელოვანი ადამიანები. მრავალმხრივი შემოქმედი, რეჟისორი, რომელმაც თავისი როლი მოიხადა დრამის, ოპერისა და ოპერეტის წინაშე, მუშაობდა კონიმატოგრაფიაში, გატაცებული იყო პანტომიმით, განზრახვა ჰქონდა ემუშავა ცირკში, რეჟისურის ერთ-ერთი უპირველესი წარმომადგენელი კონსტანტინე მარჯანიშვილი გახლდათ პიროვნება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის თეატრის ჩამოყალიბება-განვითარების გზა. კოტემ განათლება თბილისის პირველ გიმნააზიაში მიიღო, სადაც მუდამ თეატრალური ატმოსფერო სუფევდა და გაიტაცა თეატრმა. იგი მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებსა და ორკესტრში და როდესაც არდადეგებზე ჩამოდიოდა ყვარელში , თავისი სახლის დიდ მარანში დგამდა საშინაო წარმოდგენებს, რომელთა რეჟისორი და მსახიობიც თვითონ იყო. თავის მოგონებებში წერს, რომ “ჯერ კიდევ გიმნაზიელი ვდგამდი წარმოდგენებს. სცენაზე გამომყავდა ჩემი დები, ძმა, დეიდაშვილები, როდესაც მოქმედი პირები მაკლდებოდნენ, მათ შემსრულებელს ვავსებდი სოფლის მასწავლებელთა და სასულიერო პირთა წრიდან. ჩემთან თამაშობდა თვით ფოფოდია თავის ქალიშვილით, ჩვენი ეკლესიის მედავითნე, და ერთხელ, როდესაც მოქმედების მსვლელობისდა მიხედვით საჭირო იყო დიდი ძაღლი, ჩემს სცენაზე გამოვიყვანე ძაღლი თვით მისი მაღალმღვდელთმსახურებისა... ჩემს თეატრში მე ვიყავი მთავარი მსახიობი და რეჟისორი, დეკორატორი და სუფლიორი, ბუტაფორი, ერთი სიტყვით, ყველაფერი მე ვიყავი. მაყურებლად იყვნენ დარბაისელი კახელი გლეხები, თუ როგორ მოსწონდათ მათ ჩემი წარმოდგენები, არ ვიცი… ერთი კი კარგად მახსოვს, რომ ისინი მადიანად შეექცეოდნენ გომიჯებს, ვაშლს და ჩურჩხელებს, - ჩემს მიერ უხვად გაშლილ ხორაგს. ეს ჩემი თეატრალური მღვდემსახურება რაკი ტარდებოდა უზარმაზარ მარანში, ვბრძანებდი თავი მოეხადათ ქვევრისათვის და იქვე დაედგათ ხელადა, ყოველივე მრთავდებოდა იმით, რომ ხელადის მაყურებელთა შორის რამდენიმეჯერ ჩამოტარების შემდეგ, მე სცენაზე მრავალჯერ გამომიწვევდნენ ხოლმე, - მოვიპოვე წარმატება, ჰოი, როგორი წარმატება!..” - ასე გვაუწყებს წარსული ისტორიის რეალობა თეატრის სცენის ვარსკვლავებზე და ცხადყობს, რომ აუცილებელი იყო ყვარელში არსებულიყო თეატრი... და, იყო კიდეც! ეკატერინე ავაზაშვილი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ყვარლის თეატრი - წარსული, აწმყო, მომავალი...
გამოცემის თარიღი:
2023
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
589
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]