ღრუბელი ოთახში
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
819
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო ნადირაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ღრუბელი ოთახში“ ნინო ნადირაძის მცირე რომანია, რომელშიც სიცოცხლისა და სიმარტოვის, სიკვდილისა და სიხარულის პარადიგმები იშლება. ახალგაზრდა წყვილი ქალაქიდან – ქალაქში, ქვეყნიდან – ქვეყანაში დახეტიალობს, ეს გზა კი საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს შეცნობის გზაა, რომელშიც გაუნელებელი, ჭეშმარიტი სიყვარული იბადება. წყვილის ცხოვრების მოზაიკაში ქვეყნის და საზოგადოების მწვავე პრობლემებიც ირეკლება – სოციალური, მენტალური, სულიერი თუ კულტურული. ამ სიმძაფრით დამუხტულ გარემოში ბუნებრივად ვლინდება, ზოგადად, ადამიანის კრიზისი – რა შეუძლია მას სიცოცხლის გასაუმჯობესებლად? რატომ ამოყირავდა მის წინაშე სამყაროს კითხვები? პოეტური ექსპრესიით მოთხრობილი ეს უცნაური ამბავი სიყვარულის თავსატეხადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ნინო ნადირაძე კიდევ ერთ მეტაფორულ ამოცანას სთავაზობს მკითხველს – შემთხვევითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის მარადიულ კონფლიქტში, ვისი სული სურს სიყვარულს?..
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები