ხელოვნების კორიფეები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
655
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ეკატერინე ავაზაშვილი
გამომცემლობა
ეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ეკატერინე ავაზაშვილის პუბლიცისტიკა "ხელოვნების კორიფეები" ოთხი დიდი პიროვნების ცხოვრებას მოიცავს: ვახტანგ ტაბლიაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, თამარ ჭავჭავაძის და მაკო საფაროვა - აბაშიძის. ვრცლად და საინტერესოდ, შეიძლება ითქვას, მხტვრულადაც არის გადმოცემული მათი ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული თეატრისა და კონოს წინაშე. დღემდე იწვევს სიყვარულსა და მონატრებას დიდი მსახიობების მიერ განხორციელებული სახეები, მათი ქართული სილამაზით თვით რომის პაპიც კი აღფრთოვანებულა: როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს:"ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) _ დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო!"
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები