წინასიტყვაობა
როდესაც ეს ხელნაწერი ჩემს მეგობარს, სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, ალეინს ვაჩვენე, ასე მითხრა:
- ეს ყველაფერი „მარტორქის“ საქმეს მშვენივრად ხსნის. მაგრამ დეტექტივებში მკვლელის ვინაობას, როგორც წესი, განა არ ნიღბავენ?
ცივად შევხედე.
- უიმედოდ vieux jeu (ძველმოდური (ფრანგ.) (აქ და შემდგომ, ყველა შენიშვნა ეკუთვნის მთარგმნელს).) ყოფილხართ, ჩემო ძვირფასო ალეინ. ახლა მკვლელის ვინაობას მკითხველს პირველივე გვერდებზე უმჟღავნებენ.
- ასეთ შემთხვევაში, გილოცავთ.
მის პასუხს სულაც არ აღუფრთოვანებივარ.