სივრცისეული მარტოობანი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
746
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ეკატერინე ავაზაშვილი
გამომცემლობა
ეკატერინე ავაზაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
შუმერთა ქვეყნის ჩრდილო პროვინცია ქალდეაა წარმოდგენილი თვალსაწიერში. ქალდეველები არამეულ ენაზე საუბრობდნენ და ძველად ჯადოქრებად მიიჩნევდნენ, თუმცა სწორედ ქალდეველები იყვნენ ის მოგვები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ყრმა იესოს თაყვანსაცემად. ქალდეველი მისანი იდგა სცენის შუაგულში და ღამის ზეცას მისჩერებოდა ვარსკვლავების დასათვლელად, სვანეთის კლდე სოფელ - სიმაგრე ქალდესთან (ხალდე) სულიერი კავშირის დასამყარებლად. ცნობილ სიმღერას ქვიან ქალდზე - იავ ქალდის ღიღინებდა. ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიყო სვანელი ქალდეველი, შუმერთა ქვეყანაში გასახლებული. მაინც სვანური კოშკებით დაამშვენებდა ძველ ქალდეას გრიგოლი, რადგან სხვაგვარად არც სურდა წარმოედგინა. ქალდეურ, უძველეს ქართულ ენაზე აამეტყველებდა მსახიობებს, რომელსაც მოგვიანებით ლაზარეს ენა ეწოდა. ქართი, ქორთუ, კართუხი, ქართველი, იგივე ქალდე - ასე დარჩენილი ტოპონიმიკაში, მითებში, ფოლკლორში, წერილობით წყაროებში, ტრადიციასა და ფაქტებში. ამას უძღვნიდა ახალ პიესას და საბერძნეთის კუნძულზე განმარტოებული ჩაუღრმავდა ამ თემას. მასპინძელი ბერძენი ფელიპო ზრუნავდა მის კვებაზე. ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრობდნენ, თითქმის ტყეში, სადაც ჭაობიანი ადგილები უხვად იყო და მისი თანამეგზურობის გარეშე ტყეში ცალკე სიარულიც კი აუკრძალა. გრიგოლმა მტკივნეული პირადი ცხოვრება გვერდზე გასწია და გონების სრული დატვირთვით ჩაუჯდა დაუმტკიცებელ ფაქტებს, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსებისა და მეცნიერების მოსაზრებების მიღებითა და გაზიარებით. ჭეშმარიტი ისტორია კი დაფარულ ფაქტებს საჭირო დროსა და აუცილებლობაში გაამჟღავნებდა, ის კი ღვთისმშობელს ქართველად წარმოადგენდა ქალდეველთა საბრძოლო სცენის დადგმის შემდეგ, როდესაც ახალ წელთაღრიცხვაზე გადავიდოდა. კაცობრიობის პირვანდელი თეთრი რასა, ევროპული რასა იბერიული წარმოშობისა რომ იყო, უკვე ცნობილი თემა გახლდათ და ამ რასის წარმომადგენელთა ეთნოსი შემორჩენილი მხოლოდ საქართველოსა და ესპანეთის ბასკეთში იყო პროფესორ შალვა ხეცაძის თქმით. ქედზე მიჯაჭვულ ამირანსაც ოსტატურად გამოიყენებდა, რომელიც იბერიულ რასას წარმოადგენდა, ხოლო არწივი, რომელიც გულს უკორტნიდა, ინდოევროპულ რასას. ქართული თემა, ამაზე უკეთესი რა უნდა შეერჩია?!. მანამდე კი ღამის ზეცით მონუსხული ქალდეველი თვალს ვერ სწყვეტდა იმ საოცრებას, რაც მის წინ იშლებოდა: ამოუცნობი მოთამაშე ასომთავრული ასოები, ხოლო მის წინასწარმეტყველებაში - ქრისტეს მიერ ოთხი დღის მკვდარი ლაზარე იმ ასოებთან თანაშეზრდილი, მთვარის შუქზე გაბრწყინებულა ქრისტეს მიერ ოთხი დღის შემდეგ გაცოცხლებული, ხოლო ეს ოთხი დღე კოსმოგენიური დღეები იყო, თითო წელი ათას წელს რომ ნიშნავდა. წინ გადაშლილი პროფესორ შალვა ხეცაძის მოსაზრებები დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე იმასაც ეუბნებოდა გრიგოლს, რომ საქართველოში მდებარე ას სამოცდა სამი ციხიდან არც ერთს არ ერქვა და დღესაც არ ჰქვია უფლის სახელი, გარდა უფლისციხისა. ვერც ქვახვრელის გოლგოთასთან იგივეობის დასტურს იტყოდა, თუმცა გამორიცხული არაფერი იყო. ამას ისიც ადასტურებდა, რომ მცხეთაში იყო გეთსიმანიის ბაღები და ეს ბაღები იყო იერუსალიმშიც. რაღაც მსგავსებას ხედავდა გრიგოლი, კვართიც რომ მცხეთაში გამოატანეს სიდონიას დასამარხად. დასავლეთ საქართველოს ისე გააცოცხლებდა გრიგოლი, მაყურებელს მეხსიერებიდან არასოდეს ამოეშლებოდა. ერთიანი კოლხური სივრცე, არა ცალკეულ ერთეულებად გაყოფილი სამეგრელოდ, აფხაზეთად, ჭანეთად (ლაზეთად), ერთიანი კოლხური ენითა და კულტურით. მეგრული ძველი კოლხურია; როდესაც კოლხურმა ენამ ახალი სახე მიიღო, მათ ძველი დაიტოვეს. რთულ თემას ჩაეჭიდა გრიგოლი, მაგრამ ყველაფერს გაართმევდა თავს. ქართული თემა მის გენში ცოცხლობდა და ახლა პირველყოფილივით კაცობრიობას მოწყვეტილი მთელი სერიოზულობით შეუდგა სცენარის ჩამოყალიბებას. ტყეში მდგარი ხის სახლი ჩაბნელებული ჰქონდა, სანთლით ანათებდა ოთახს. შთამაგონებელი იყო მისთვის ასეთ გარემოში მუშაობა. ბუნების ხმა, სხვადასხვა ფრინველებისა და ცხოველების ბგერებით თანაშერწყმული, მის სულიერ მდგომარეობას ამშვიდებდა, თუმცა ნინელის გონებიდან ამოშლა მაინც ვერ შეძლო, ქალდეველი ქალწული სწორედ მისი სახით წარმოედგინა, ტანადობითა და სხეულის ნაზი მიხრა - მოხრით...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები