ქარი, ამწევი ფარდის

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1407

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა. ზოგჯერ თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე. შემდეგ მათ მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური ისტორიული მოვლენებისა. ეს ამბები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებსაც სწვდებოდა. წიგნში ნაჩვენებია მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები. გაიელვებს რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები. აღწერილია მეორე მსოფლიო ომი და ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ. ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-37-197-4
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები512
გამოცემის წელი2023