კაცმა დარეკა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
1546
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირმა ბერიძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ამ ლექსებში სხვა პარალელურ ცხოვრებას ეძებენ, რომელსაც ყველა წინაპირობა ჰქონდა არსებულიყო, მაგრამ მაინც ვერ იარსება. ყველაზე დიდი და ჩუმი დარდი, ალბათ, სწორედ ამან იცის. არა ის, რომ მწვერვალები ვერ დავიპყარით, ან ცნობილები და ძალიან მდიდრები ვერ გავხდით, არა! ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება გვინდოდა, ბანალური, მარტივი ყოფა და რა უცნაურია, არ გამოვიდა. მხოლოდ ლექსებში დარჩა, ოცნებაში. „ვეძებ... არდაბადებულ ჩემს შვილს“... სად მთავრდება რეალობა და სად იწყება წარმოსახვა? საერთოდ, რა არის რეალობა? ის, რაც ნამდვილად მოხდა? და თუ ვერავინ შეესწრო, არ მომხდარა? რა ადასტურებს იმ რეალობის უტყუარობას, რომელსაც მოწმე არ ჰყავს? თუ არაფერი, მაშინ ოცნება რატომ არ შეიძლება იყოს რეალური, თუ ერთი მოწმე მაინც ჰყავს, ვინც ამ ყველაფერს იგონებს, ფიქრობს, წარმოიდგენს. უსხეულოა, თუმცა ხელშესახებ სისხლს ადუღებს, რეალურ ცრემლს იწვევს. თუ რეალობა არ არის, როგორ გამოსდის?!" - თეა თოფურია
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები