მონებს სამოთხეში არ უშვებენ
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
1744
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რატი მუჯირი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
– იცი შავ -წითელ დროშას რატომ ვიყენებთ? – შავი უკრაინის მიწის სიმბოლოა, წითელი ამ მიწისთვის დაღვრილი სისხლის. – ეგრეა, თუ ვიკიპედიაში წაიკითხავ. – აბა, სინამდვილეში რატომ? – ზაპოროჟიელმა მებრძოლმა ერთ-ერთი ბრძოლის მერე უბიდან ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა ამოიღო, სულ სისხლით იყო შეღებილი. იცი,ლურჯი და ყვითელი სისხლით რომ დაისვრება როგორი ხდება? – ალბათ, შავი და წითელი. – ყოჩაღ! და იცი ვინ იყო ის კაზაკი?– არა. – ივან სირკო, „рабIв до раю не пускають“-ო რომ დაგვიბარა! უკრაინის ომს ყველა ონლაინ ვადევნებთ თვალს, ამიტომ თითქოს დასაწერიც არაფერია. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. თუმცა ბოლოს გადავწყვიტე ჩემ მიერ დანახული, საჯაროდ ცნობილი, ამბავი მომეყოლა. ეს წიგნი მხოლოდ ომზე არ არის. ეს არის ამბავი უკრაინის მიწაზე გავლილი 13210 კილომეტრის, ამბავი ომის დაწყების, ამბავი ოკუპაციის, ამბავი დეოკუპაციის, ამბავი საბჭოთა მითების ნგრევის. ეს წიგნი არც იმ ტრაგედიებზეა, რომელიც ამ ომმა მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სწორად ესაა აღწერილი. ეს წიგნი უკრაინაზე და უკრაინელებზეა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები