სიცოცხლის დაზღვევა
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
1420
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო თარხნიშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე. ადამიანები, ნივთები, რუტინა – ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთი ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები. ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა – სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები