თომას სახარება ეს საიდუმლო სიტყვებია, რომელიც თქვა ცოცხალმა იესომ და, რომლებიც ჩაიწერა დიდიმოს იუდა თომამ. და მან თქვა: ვინც მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას, ის არ შეიგრძნობს სიკვდილს.
1. იესომ თქვა: დაე ვინც ეძებს, არ შეწყვიტოს ძიება, ვიდრე არ ჰპოვებს, და რაჟამს ჰპოვებს, იქნება შეძრწუნებული. და თუ ის შეძრწუნებულია, ის იქნება გაოცებული, და იმეფებს ყველასა ზედა.
2. იესომ თქვა: თუკი წინამძღვარნი გეუბნებიან: იხილეთ სასუფეველი ზეცაშია! — იცოდეთ, ჩიტები უკან მოგიტოვებენ. თუ გეტყვიან, რომ იგი ზღვაშია, მაშინ თევზები იქნებიან უპირველესნი. ჭეშმარიტად, სასუფეველი თქვენშია და თვინიერ თქვენდა.
3. რაჟამს შეიცნობთ საკუთარ თავს, თქვენ მოიპოვებთ სიბრძნეს და მიხვდებით, რომ ცოცხალი მამის შვილები ხართ. ხოლო თუკი ვერ შეიცანით საკუთარი თავი, მაშინ იცხოვრებთ სიღატაკეში და იქნებით ღატაკნი.
4. იესომ თქვა: ხანში შესული ადამიანი უყოყმანოდ ჰკითხავს შვიდი დღის ჩვილს სიცოცხლის ადგილის შესახებ, და ის იცოცხლებს. რამეთუ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი, და იქნებიან ერთხორცნი.
5. იესომ თქვა: შეიცანი ის, რაც (ან ვინც) შენს თვალწინაა, და ის (ან ვინც), რაც დაფარულია შენგან, თვალსაჩინო გახდება შენთვის. ვინაიდან არაფერია (ან არავინ) დაფარული, რომ არ გამოჩნდეს. (და დამალული, რომ არ
გამჟღავნდეს.)
6. მოწაფეები ეკითხებოდნენ მას; მათ უთხრეს: გინდა, რომ ჩვენ ვიმარხულოთ? როგორ გვმართებს ლოცვა, როგორ გავცეთ მოწყალება და, როგორ შევიკავოთ თავი საკვებისაგან? იესომ თქვა: ნუ ცრუობთ და ნუ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის საძულველია, რადგან ყოველივე ნათელია ზეცის წინაშე. რამეთუ არ არის საიდუმლო, რომ არ გამოჩნდეს, და არა არის არაფერი იდუმალი, რომელიც დარჩება ამოუხსნელი.
7. იესომ თქვა: ნეტარია ლომი, რომელსაც ადამიანი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა. და წყეულია ის ადამიანი, რომელსაც ლომი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა.
8. და მან ღქვა: ადამიანი წააგავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც თავისი ბადე ზღვაში ისროლა. გამოიტანა ზღვიდან წვრილი თევზებით გავსებული სათხეველი; მათ შორის ბრძენმა მეთევზემ დიდი (და) კარგი თევზი იპოვა.
მან წვრილი თევზები ზღვაში გადაყარა, მან უყოყმანოდ აირჩია დიდი თევზი. მას ვისაც ყურები აქვს მოსამენად, დაე ისმინოს!
9. თქვა იესომ: აი, გამოვიდა მთესველი, აივსო ხელი მარცვლებით და მიმოაბნია (თესლი). მაგრამ ზოგი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი ქვაზე დავარდა, ფესვი ვერ გაიდგა მიწაში, და თავთავივერ აღმართა ზეცისკენ. და ზოგი დავარდა ეკლებში, მათ მოაშთეს თესლი და მატლებმა შეჭამეს ისინი. ზოგი კი ჩავარდა კეთილ მიწაში და კეტილი ნაყოფი გამოიღო ზეცაში. ამან მოიტანა სამოცი ზომა ერთზე და ას ოცი ზომა ერთზე.
10. იესომ თქვა: მე ჩავაგდე ცეცხლი ქვეყანაზე, და აი მე ვიცავ მას, ვიდრე იგი არ აგიზგიზდება.
11. იესომ თქვა: ეს ცა გარდაივლის, და ის, რაც მის ზევითაა, გარდაივლის, და ისინი, რომლებიც მკვდრები არიან, არ არიან ცოცხლები, და ისინი ვინც ცოცხლები არიან, არ მოკვდებიან.
12. (იმ) დღეებში თქვენ ჭამდით მკვდარს, თქვენ ჰყოფდით მას ცოცხალს. როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ნათელში, რას გააკეთებთ? ამ დღეს თქვენ — ერთი, თქვენ გახდით ორნი. როცა თქვენ გახდებიტ ორნი რას გააკეთებთ?
13. მოწაფეებმა უთხრეს იესოს: ჩვენ ვიცით, რომ შენ წახვალ ჩვენგან. ვინ არის ის, რომელიც იქნება ჩვენზე უმეტესი? იესომ უთხრა მათ: იმ ადგილას სადაც თქვენ მოხვედით, თქვენ წახვალთ იაკობ მართალთან, ვის გამოც შეიქმნა ცა და მიწა.
14. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: მიმამსგავსეთ მე, მითხარით მე, ვის ვგავარ. სიმონ პეტრემ უთხრა მას: შენ სამართლიან ანგელოზს ჰგავხარ. მათემ უთხრა მას: შენ ბრძენ ფილოსოფოსს ჰგავხარ. თომამ უთხრა მას: მოძღვარო, ჩემი ბაგენი ვერაფრით წარმოთქვამენ, ვის ჰგავხარ შენ. იესომ თქვა: მე არ ვარ შენი მოძღვარი, რამეთუ შენ შესვი, შენ წყურვილი მოიკალი მდუღარე წყაროდან, რომელიც მე ავრწყი. და მან მოკიდა ხელი, გაიყვანა იგი (და) უთხრა მას სამი სიტყვა. როცა თომა
დაბრუნდა თავის ამხანაგებთან, მათ ჰკითხეს მას: რა გითხრა შენ იესომ? თომამ უთხრა მათ: თუ მე გეტყვით თქვენ ერთს იმ სიტყვებიდან, რომლებიც მან მითხრა მე, თქვენ აირებტ ქვებს, ისვრით (მათ) ჩემსკენ, ქვებიდან ცეცხლი გამოვა (და) დაგწვავთ თქვენ.
15. იესომ თქვა: თუ თქვენ მარხულობთ, თქვენ ცოდვას ბადებთ თქვენში, და, თუ თქვენ ლოცულობთ, თქვენ განიკითხებით, და, თუ თქვენ მოწყალებას არიგებთ, თქვენ ავნებთ თქვენს სულს. თუ თქვენ რომელიმე რაიონში და ქალაქშიც შეხვალთ