რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

2243

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი კრებულია. კრებულში შვიდი მოთხრობაა გაერთი ანებული. რა შეიძლება „გითხრას“ საკუთარმა სარეცხის მანქანამ, ციფრული ეკრანის საშუალებით რომ „გელაპარაკება“; როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე; როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის; როგორია მშობლებისგან მოშორებით გატარებული სტუდენტური წლები და კიდევ რა განსაცდელი შეიძლება მოგევლინოს მაშინ, როცა საშინლად გეშინია მიცვალებულების, არადა, ღამით, ზამთრის თოვლიანი გზით გიწევს მეგობრის ბაბუისთვის განკუთვნილი კუბოს მიტანა – ამ და სხვა ამბებს ავტორი ლაღი, იუმორით გაჯერებული თხრობით გვიყვება. თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მხოლოდ სახალისო არაა, მათში სევდაცაა გემოვნებით შეზავებული და ის სოციალური თუ კერძო პრობლემებიც კარგად ჩანს, რომელიც დღეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს აწუხებთ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-522-0
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები154
გამოცემის წელი2022