სარდაფის ცოლები

რეიტინგი

2.5 / 5

ნახვა

1844

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„თქვენ წინაშეა პოეტი, რომელსაც წყალი ახრჩობს და ცეცხლი ვერ წვავს. ლექსებს, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და უკვე შეგიძლიათ, წიგნის სახით გულის ჯიბით ატაროთ, მინდა ვუსურვო სიხარული იმდენად, რამდენადაც თვითონ სჯერა მისი არსებობის“, – ნინი ელიაშვილი. „ანა ჯავახიშვილის ლექსების კრებული „სარდაფის ცოლები“ ერთგვარი სავიზიტო ბარათის გრძნობას გვიტოვებს, სადაც მთავარი სათქმელი შემდგომ, მომდევნო საჟურნალო პუბლიკაციებისა თუ ახალი წიგნების გამოცემისას უნდა გვითხრას. და როგორც სავიზიტო ბარათზე, ამ წიგნის ფურცლებზეც მხოლოდ კოორდინატებია აღბეჭდილი, ის მთავარი გზავნილები, რაც ახალგაზრდა პოეტს თავის სამუშაო რუკად აღუქვამს. ანა ჯავახიშვილის პოეზია თავიდანვე თხრობითობის, ნარატიულობის უპირატესობით იწყებს გამოვლინებას და ამგვარადვე ვითარდება შემდგომაც, გადადის სტრიქონიდან სტრიქონში და თანდათან, სრულიად შეუმჩნევლად და გაუცხადებლად ამავე პროზაულობის ჭრილში წარმოქმნის იმ სინამდვილეს, რომელიც უკვე კონკრეტულად პოეზიას ეკუთვნის და რომელთანაც საქმე აღარ აქვს პროზის ენას, წარმოქმნის პოეზიის განყენებულ ენობრივ სინამდვილეს, და არა აღწერებს ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური მოვლენებისა. ეს შეუმჩნეველი და ჰარმონიული დივერსია პროზისა და ბანალურობის ტერიტორიაზე პოეზიის სასარგებლოდ ხდება და მართლაც მნიშვნელოვანი დივიდენდი შეიძლება იყოს პოეტის სამომავლო ესთეტიკისთვის“, – დავით ჩიხლაძე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-535-0
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები94
გამოცემის წელი2022