იტვირთება...

კვარას იტალიური გაზაფხული

ტარიელ კინწურაშვილი

1,518 ნახვა
3.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თეთრ ალამზე გამოსახული წითელი ჯვრები ისე არასდროს ელვარებდა, როგორც ახლა. კვარას იტალიური გაზაფხული აყვავდა - წინ საოცარი თავგადასავლები გველის!..
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამსტერდამში მეგრული "ჯანსულო" აჟღერდა! ჯანსულო, ჯანსულო, მინდორს მოკო ფიორია - მინდორზე მინდა განავარდებაო... გაინავარდა კიდეც. ტელამონის ვაჟს ბერძნები თავდაპირველად "კედელს" ეძახდნენ, ხოლო შემდეგ "დიდი აიაქსი" შეარქვეს, რადგან პატარა სეხნიისგან განერჩიათ. ტიტულოვანი "აიაქსის" მოთამაშეები "ნაპოლის" წინააღმდეგ „ტროას“ გმირებივით იბრძოდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ სალამინის ძლევამოსილი პრინციც განგმირა. დიადი კრუიფის მრავლისმნახველ არენაზე ყველაზე რკინისმკვნეტელ მოთამაშედ ხვიჩა მოგვევლინა, რომელმაც უკვე მრავალი მეტოქე გუნდის დაცვითი ეშელონები დაანგრია და ნაცარტუტად აქცია. -- ჰოლანდიელი რემბრანდტი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება - იგი სახელოვნებო სამყაროში უმაღლესი იერარქიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. 1669 წლის 4 ოქტომბერს რემბრანდტი ამსტერდამში გარდაიცვალა. მისი შთაგონების წყარო იტალიელი კარავაჯო იყო. -- K V A R A V A G G I O ზუსტად 353 წლის შემდეგ... 2022 წლის 4 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამში "აიაქსი" დაკლა და მარადონას სახელობის სტადიონს ზვარაკად შესწირა. აიაქსი - ნაპოლი 1:6 "კვარავაჯომ" დახატა - ამჯერად სელის უხეშ ნაჭრად ნიდერლანდური ბალახი გარდაისახა. კვარამ პირველ ტაიმში კინაღამ გაიტანა - მიზანთან ახლოს იყო, თუმცა კი საგოლე პასი მაინც შეასრულა. მეორე ტაიმში დაამტვრიეს, მაგრამ ფენიქსივით აღდგა, "აიაქსის" კარი დალაშქრა და შემდეგ ზურმუხტისფერი მოედანი დატოვა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-5494-1
სათაური:
კვარას იტალიური გაზაფხული
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
გვერდები:
36
კატეგორია:
სათავგადასავლო
ნახვები:
1518
რეიტინგი:
3,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
3.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]